დაიზღვიეთ თავი სტრიებისგან - 8 მაისში 2010 - fashion
მთავარი » დაიზღვიეთ თავი სტრიებისგან
4:14 PM
დაიზღვიეთ თავი სტრიებისგან
დაიზღვიეთ თავი სტრიებისგან
პატარას ელით? ესე იგი, სტრიების გაჩენა გემუქრებათ!


თქვენი ორგანიზმი და სხეული ახლა განსაკუთრებულ მოვლა-ყურადღებას საჭიროებს.


მუცლის კანს სათანადოდ უნდა მიხედოთ, იმისთვის რომ არ გამოგიშრეთ და სტრიებისგან თავი დაიზღვიოთ.


თქვენი კანის დასატენიანებლად რამდენიმე საშუალება არსებობს.
მათ შორის, ყველაზე გავრცელებული ზეითუნის ან ნუშის ზეთია.


ყოველ საღამოს, ფრთხილი, წრიული მოძრაობით წაისვით ზეთი მუცელზე,

შემდეგ კი გადაიცვით ბამბის მაისური რომელიც სპეციალურად ამ პროცედურის შემდეგ მოსარგებად გექნებათ განკუთვნილი.


თუ შეამჩნევთ რომ წონაში მომატების გამო, სტრიების გაჩენის საშიშროება მკერდისა და ფეხების მიდამოებშიც არის, აუცილებლად შეიზილეთ ზეთი ამ ადგილებშიც.


საკვერცხეებისა და საშვილოსნოს მიდამოებში ზეითუნის ზეთით წრიული მასაჟის გაკეთება სასურველია იმ ქალებისთვისაც, ვისაც დედობა აქვს დაგეგმილი.
მასაჟის მეშვეობით, თქვენ ააქტიურებთ სისხლის მიმოქცევას და ასტიმულირებთ ორგანოების მოქმედებას რაც ხელს შეუწყობს დაორსულებას და ფეხმძიმობის დადებითად წარმართვას.


არასოდეს დაგავიწყდეთ ზეითუნის ან ნუშის ზეთი და არასოდეს დაგენანოთ დრო და ენერგია თქვენი მუცლისთვის.

გახსოვდეთ, რამდენი შვილიც არ უნდა გყავდეთ, თქვენი სხეულის სილამაზე თქვენს ხელშია

კატეგორია: ყველაფერი დედებისთვის | ნანახია: 659

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ