მთავარი » დიეტების 7 მთავარი შეცდომა
11:17 AM
დიეტების 7 მთავარი შეცდომა
დიეტების 7 მთავარი შეცდომა
ეცდომა | – არ არსებობს ნებადართული პროდუქტების სია

რომელ ფრაზას ხმარობენ ყველაზე ხშირად გასახდომად გამზადებული ადამიანები? "მე ამას არ ვჭამ, მე – დიეტაზე ვარ". უნივერსალური გამოხატულებაა, როდესაც უარს ამბობთ ტკბილზე, ცომეულზე, ხორცეულზე, მარილიანზე, კალორიულებზე. სამწუხაროდ, ყველა დიეტაზე მყოფს არ შეუძლია ასევე სწრაფად და მხნედ ჩამოაყალიბოს, თუ რისი ჭამა შეუძლია?!

დიეტა – ეს, უდავოდ შეზღუდვას ნიშნავს. მაგრამ ნებისმიერი აკრძალვის მეორე მხარეს წარმოადგენს იმის ცოდნა, თუ რა არ მეკრძალება.

დიეტაზე ყოფნისას კარგად უნდა წარმოიდგინოთ თქვენი კვების რაციონი. იმის გამოცხადება, რომ ხართ დიეტაზე, არ ნიშნავს იმას, თუ ზოგიერთ სასარგებლო საჭმელზე უარს იტყვით. არც იმის თქმა შეიძლება: "რასაც ღმერთი მომცემს, იმას შევჭამ". პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ როგორც წესი, ღმერთი გვიგზავნის არანაკლებ უსარგებლო პროდუქტებს: მაგალითად, სალათებს მაიონეზით.

შეცდომა || – არ არსებობს კვების სტრატეგია

ახლა უკვე დროა უფრო დეტალურად მივუდგეთ საკითხს: რომელი პროდუქტებისგან შედგება საუზმე, სადილი და ვახშამი? გადაწყვიტეთ? ახლა დაფიქრდით, როცა სახლიდან შორს ხართ, მაგალითად, ხართ სამსახურში, მაშინ როგორ უნდა იკვებოთ, თან წაიღებთ საჭმელს, თუ ახლომდებარე კაფეში შეუკვეთავთ?

ის, ვინც ჩათვლის, რომ დღის განმავლობაში გადავა მხოლოდ მინერალურ წყალზე, ეს ნიშნავს, რომ მეორე დღიდან აღარ იქნება დიეტაზე. მაია პლისეცკაიას თქმით, ყველაზე კარგი დიეტა არის "არჭამა", რომელიც უცებ არ დაგამშვიდებთ.

შეცდომა ||| – არის ძალიან ბევრი დაბალკალორიული საჭმელი

წარმოვიდგინოთ, რომ როცა სახლიდან შორს ვართ, გადავწყვიტეთ კვების პრობლემა. რაციონიც გარკვეული გვაქვს: ის შედგება დაბალკალორიული, სალათის ფოთლებისა და ცოცხალი პამიდორისაგან, რისი ჭამაც შესაძლებელია იმდენის, რამდენიც შეგიძლიათ. ვთქვათ ასეთი სალათი ორი ქვაბი, ერთს ჭამთ დილით, მეორეს კი ოთხი საათისთვის. ამ ადამიანისგან მთელი დღე ისმის, რომ ძალიან უნდა ჭამა. მართლაც, მას ქათმის კარგი ნაჭერი მოუხდებოდა.

ჯერ ერთი, დღეში ორ ქვაბ ამ სალათს თუ მიირთმევთ, კი გახდებით, მაგრამ არც ისე სწრაფად, როგორც თქვენ გგონიათ. მეორეც, ასეთი რაოდენობის (ერთი ქვაბი სალათის) ჭამისას, კუჭი დიდდება და ითხოვს საჭმლის დიდ დოზას, იმიტომ, რომ დანაყრების გრძნობა პირდაპირპროპორციულია კუჭის ავსებასთან. თუ ას გრამ სალათში 50 კალორიაა, მაშინ სამ კილოგრამში – 1500 კალორიაა, ეს კი ძალიან ბ
ევრია.

შეცდომა |V – არაბალანსირებული დიეტა

დიეტა უნდა იყოს ბალანსირებული ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მიკროელემენტების რაოდენობის მხრივ. ეს არის აქსიომა. შევეცადოთ მის მოდიფიცირებას: თუ თქვენ თანახმა ხართ, ექსპერიმენტი ჩაატაროთ და დაჯდეთ ორ–სამ დღიან დიეტაზე, ორგანიზმი ნახავს რეზერვს, რომ აინაზღაუროს ესა თუ ის ნივთიერება. მაგრამ თუ თქვენ გეგმავთ ორ–სამკვირიან, ან ერთთვიან დიეტას, მაშინ იყავით ყურადღებით, რომ თქვენმა ორგანიზმა მიიღოს ყველა აუცილებელი ნივთიერება.

შეცდომა V – დიეტა – როგორც საშუალება, გავაკეთოთ ეკონომია კვებაზე

გათვლა გასაგებია: დიეტა – ეს არის, როცა ნაკლებს მიირთმევთ, და როცა ნაკლებს ჭამთ, ბევრი ფულის ეკონომია შეიძლება გააკეთოთ.

ჩავატაროთ პატარა ეკონომიური ექსპერიმენტი. ავიღოთ ერთი ყველაზე ნოყიერი და კალორიული საუზმე: ერთი ჭიქა ნაყინი და გემრიელი ფუნთუშა. ეს რაც ღირს, იმ ფულით ვიყიდოთ რაიმე დიეტური, ეს არის ან კომბოსტო, ან მოხალული თხილი, ან ორი ლიტრა მინერალური წყალი.

დიდი ანგარიშით, დიეტა – ეს არის დროის კარგვა და ფულის ფლანგვა. განსაკუთრებით თუ შევადარებთ უბრალო და კალორიულ საუზმეს, რომელიც შედგება ფუნთუშისა და ნაყინისაგან. მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, იგებს დიეტა – განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ზედმეტ წონას, გარეგნობასა და ჯანმრთელობის პრობლემებს ფუნთუშების მოყვარულ ადამიანებში.

შეცდომა V| – დიეტის უცებ დაწყება და დამთავრდება

როცა ვიღებთ ისტერიულ გადაწყვეტილებას: "მორჩა, ხვალიდან – მკაცრი დიეტა", განსაკუთრებით მას შემდეგ, როცა ვიმყოფებით ძალიან კარგ სუფრაზე. რას იგრძნობს ორგანიზმი, რომელიც წინა დღეს გადაიტვირთა ძალიან დიდი კალორიული საჭმელებით, მეორე დღეს კი ვართ მკაცრ დიეტაზე? თავისი პატრონის მიმართ საშინელ ზიზღს, იმიტომ, რომ ნებისმიერ დიეტაზე უნდა გადავიდეთ თანდათან (ნელა მოვიკლოთ კალორიულობა, ცხიმი და "გარეული" პროდუქტების რაოდენობა). და აგრეთვე ნებისმიერი დიეტის შემდეგ თანდათანობით უნდა გადავიდეთ ჩვეულებრივ კვებაზე, თორემ შეგექმნებათ ჯანმრთელობის პრობლემები და უცებ აინაზღაურებთ იმ წონას, რაც დიეტის დროს დაიკელით.

შეცდომა V|| – არარეგულარული კვება

ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ ეს არ მოგეჩვენებით ძალიან ცხოველურად. შეეცადეთ დაიცვათ საკვების მიღების წესები – ყოველ 2 საათში, ყოველ 4 საათში, იმის მიხედვით, როგორსაც თქვენ აირჩევთ. ეს თქვენს ორგანიზმს საშუალებას მისცემს დიეტური საკვების მიმართ უცებ განიცადოს ადაპატაცია და არ შეექმნას შთაბეჭდილება, თითქოს მას შეუწყვიტეთ კვება ერთხელ და სამუდამოდ.

კატეგორია: დიეტა | ნანახია: 1495

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ