მთავარი » გაიუმჯობესე სხეულის ფორმები
2:15 PM
გაიუმჯობესე სხეულის ფორმები
გაიუმჯობესე სხეულის ფორმები
გააკეთე ეს სავარჯიშოები უშუალოდ პლაჟზე გასვლის წინ, რომ თავი უფრო ენერგიულად იგრძნო.

ზურგი, ბარძაყები, მკლავები
დაწექი მუცელზე, მოხარე მუხლები და ისე დაიწყვე ხელები, რომ იდაყვებსა და მუხლებს ეყრდნობოდე. აზიდე სხეული ისე, რომ ზურგი სწორად გქონდეს და შეყოვნდი 15-30 წამით. შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდი.

წვივები
დაწექი ზურგზე, გადააჯვარედინე ხელები ზურგს უკან და მტევნებს საჯდომით დაეყრდენი. მოხარე მუხლები და ტერფებით მიწას დაეყრდენი. შემდეგ ჯერ მარჯვენა ტერფი შემოიდე მარცხენა მუხლზე, შემდეგ მარცხენა ტერფი – მარჯვენა მუხლზე, ეს სავარჯიშო 10-10-ჯერ გაიმეორე თითოეული ფეხით.

თეძოები და საჯდომი
ხელები თავზე შემოიწყვე და მუხლებზე დადექი. ჩაჯექი ჯერ ერთ, შემდეგ კი მეორე მხარეს ისე, რომ შენი საჯდომი მიწას შეეხოს. ეს ვარჯიშიც თითოეულ მხარეს 10-10-ჯერ გაიმეორე. ეს შენს თეძოებს გაავარჯიშებს და საჯდომსაც მრგვალ და მიმზიდველ ფორმას შესძენს.

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1177

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ