მთავარი » გახდი საძაგელი გოგო ღამით
11:39 AM
გახდი საძაგელი გოგო ღამით
გახდი საძაგელი გოგო ღამით
სცადე იმოქმედო დაბმულმა

პარტნიორისთვის მძაფრი შეგრძნებების მისანიჭებლად მას რომელიმე ნაზი ქსოვილის შარფით ხელები შეუკარი, თვალები აუხვიე, შემდეგ კი ნაზი შეხებებით აღგზნების ხარისხი გაზარდე. შეგრძნებების გახანგრძლივება არაჩვეულებრივად აისახება ორგაზმის ხარისხზე. ახალი ემოციებით დატვირთვა მხოლოდ და მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს თქვენს სექსუალურ ცხოვრებაზე, ამასთანავე პრაქტიკულ ცოდნასაც გაიღრმავებთ.

ცოტაოდენი "სისაძაგლე”: ახლა შენ დაწექი საწოლზე ხელებშეკრული _ სულ ცოტა ხნით, საწოლში მაინც, დააბრუნე მონათმფლობელური წყობილება. დაემორჩილე მის ბრძანებებს, სთხოვე მას ის "საძაგელი” სურვილები გაგიმხილოს, რომლებიც არასდროს არავისთვის უთქვამს. ამით არაფერი შავდება, პირიქით, შენი პარტნიორი უფრო მეტად გაიხსნება და ერთფეროვნებასაც ბოლო მოეღება.

უფრო მეტი "სისაძაგლისთვის”: ხელებშეკრული პარტნიორი კარს მიაბი, ოთახის ბოლოში დადექი და ძალიან სექსუალური სტრიპტიზი მოაწყვე, თან ხმამაღლა გამოხატე ემოციები. შემდეგ ვნებისგან გაცოფებული აუშვი, მაგრამ შეეცადე, პროცესი გაახანგრძლივო და საკუთარი "გეგმის” განხორციელების საშუალება მაშინვე არ მისცე: ხშირ-ხშირად დაუსხლტი ხელიდან, ამით კიდევ უფრო გააგიჟებ მას და შედეგად ფანტასტიკურ ფინალსაც მიაღწევთ.
სანახაობრივი შოუ

აღგზნების გამოწვევა უმეტესწილად მხედველობით მიიღწევა. მამაკაცებს ძალიან მოსწონთ სექსუალური ქალის თუნდაც ცქერა. ხიბლავთ მათი ქალურობა, სინაზე, დახვეწილი პლასტიკა… შეიძლება ესეც კი საკმარისი აღმოჩნდეს აღგზნების პროვოცირებისათვის.

ცოტაოდენი "სისაძაგლე”: შეეცადე, რაც შეიძლება შორს მოთავსდე შენი პარტნიორისგან, მაგალითად, ოთახის შორეულ კუთხეში. მარტოდმარტო დარჩენილმა გასაქანი მიეცი შენს წარმოსახვას: დახუჭე თვალები და წარმოიდგინე ყველაზე სექსუალური სცენა, რომლის მთავარი გმირიც შენ ხარ, გამოხატე ემოციები თამამად, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მისცე მას უფლება მოგიახლოვდეს, ვიდრე პიკს არ მიაღწევ. მხოლოდ შენი სექსუალური ფანტაზიის ამოწურვის შემდეგ შეგიძლია მასაც დართო ნება, შენი ფარული სექსუალური ფანტაზია გამოიცნოს. სასურველია, იგივე (უკეთესი თუ არა), განმეორებით განგაცდევინოს.

უფრო მეტი "სისაძაგლისთვის”: როცა საკუთარი წარმოსახვის მეშვეობით აღგზნების პიკს მიაღწევ, ეცადე საკუთარ თავს შენ თვითონ "მიხედო”, ანუ მასტურბაციით დაკავდი. კარგი იქნება, ეს ყველაფერი სარკის წინ ხდებოდეს, რათა საკუთარი თავი უკეთ დაინახო და, შესაბამისად, აღგზნების დონეც აამაღლო. პარალელურად, იგივე უნდა გააკეთოს შენმა პარტნიორმაც. ერთმანეთის შორიდან ცქერა და მასტურბაციის პროცესზე "დაკვირვება” თქვენზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1069

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ