გამოვლენილია ყველაზე ცუდი ფილმები კაცობრიობის ისტორიაში - 4 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » გამოვლენილია ყველაზე ცუდი ფილმები კაცობრიობის ისტორიაში
12:42 PM
გამოვლენილია ყველაზე ცუდი ფილმები კაცობრიობის ისტორიაში
გამოვლენილია ყველაზე ცუდი ფილმები კაცობრიობის ისტორიაში

ჟურნალმა ”Empire”-მა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცუდი ფილმების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი ინტერნეტ-გამოკითხვის საფუძველზე შედგა.

ჰოლივუდელი მსახიობის, ჯორჯ კლუნის ბოლო ფილმი ”ნეტავ, ცაში მამყოფა” 1 თებერვალს 5 ნომინაციაში წარადგინეს ”ოსკარზე”, თუმცა ჟურნალ ”Empire”-ის ვერსიით, ”არის ერთი ფილმი, რომლითაც მსახიობი ალბათ ნამდვილად არ ამაყობს” - ეს ფილმი ”ბეტმენი და რობინია”.

1997 წელს გადაღებულმა ფილმმა, რომელშიც მსახიობმა სუპერგმირი ბეტმენი განასახიერა, კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცუდი ფილმების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

გამომცემლობის მონაცემებით, ”ბეტმენი და რობინი” არა მარტო აღნიშნული რეიტინგის პირველ ადგილზე აღმოჩნდა, არამედ მომდევნო ”კონკურსანტთან” შედარებით სამჯერ უფრო მეტი ხმა დააგროვა. ყველაზე ცუდი ფილმების ჰიტ-აღლუმში მეორე ადგილი ფილმმა დაიკავა შემდეგი სახელწოდებით - ”ბრძოლის ველი: დედამიწა”, რომელშიც მთავარ როლს ჯონ ტრავოლტა ასრულებს.

კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ცუდი ფილმების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

1. ”ბეტმენი და რობინი” (1997). როლებში: ჯორჯ კლუნი, ალისია სილვერსტოუნი, არნოლდ შვარცნეგერი, უმა ტურმანი.
2. ”ბრძოლის ველი: დედამიწა” (2000). როლებში: ჯონ ტრავოლტა, ფორესტ უიტაკერი.
3. ”სექს გურუ” (2008). როლებში: მაიკლ მაიერსი.
4. ”ტიტანიკის ამოღება” (1980). როლებში: ჯეისონ რობარდსი, დევიდ სელბი.
5. ”ძალიან ეპიკური ფილმი” (2007). როლებში: კელ პენი, ადამ კემპბელი.
6. ”სამოთხის კარიბჭე” (1980). როლებში: კრის კრისტოფერსონი, კრისტოფერ უოკენი.
7. ”კარტოფილის ბიჭების სექსუალური ცხოვრება” (2004). როლებში: ჯონ ბეგასი, მაკენზი კრუკი.
8. ”მოვლენა” (2008). როლებში: მარკ უოლბერგი, ზოი დეშანელი.
9. ”მთამსვლელი2: გამოცოცხლება” (1991). როლებში: შონ კონერი, კრისტოფერ ლამბერტი.
10. ”ოთახი” (2003). როლებში: ტომი ბიზო, ჯულიეტ დანიელი.



კატეგორია: ჟურნალები კატალოგები | ნანახია: 411

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ