გავხდეთ სხეულის აგებულების მიხედვით. - 30 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » გავხდეთ სხეულის აგებულების მიხედვით.
1:55 PM
გავხდეთ სხეულის აგებულების მიხედვით.
გავხდეთ სხეულის აგებულების მიხედვით.



ვაშლი ხარ ბანანი თუ მსხალი?
ქალის სხეულის ფორმის 3 ტიპი არსებობს ”ვაშლი”, ”მსხალი” და ”ბანანი”. დააკვირდით სარკეში საკუთარ სხეულს და თქვენ თვითონ მიხვდებით რომელ ტიპს მიეკუთვნებით...
ქალის სხეულის ფორმის 3 ტიპი არსებობს ”ვაშლი”, ”მსხალი” და ”ბანანი”. დააკვირდით სარკეში საკუთარ სხეულს და თქვენ თვითონ მიხვდებით რომელ ტიპს მიეკუთვნებით. რა იყო, ცხიმი უმეტესად წელის არეში გროვდება? თქვენი სხეული ”ვაშლის” ტიპისაა. და თუკი ცხიმი გროვდება თეძოს არეში მაშინ თქვენ ”მსხალი” ხართ, თქვენ იმდენად გამხდარი ხართ, რომ ოცნებობთ ცოტაოდენ ცხიმზე სხეულის ოვალის გამოსახატად? მაშინ თქვენს სხეულს ”ბანანს” ეძახიან.

ქალი ”ვაშლი”
ასეთი სხეულის მქონე ქალმა თუ საკუთარი კვების რეჟიმი არ აკონტროლა ძნელი იქნება დაინახო მისი წელის ოვალი მაგრამ მუცელი კი ამაყად ექნება გამობზეკილი, ასეთი სხეული უშლის ხელს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას,
ვაშლის ტიპის ქალმა უნდა დაიწყოთ დილა ფაფით და ხილით, უნდა შეამციროთ თქვენი კვების რაციონში ცხოველური ცხიმები განსაკუთრებით შემწვარი. სასარგებლოა თევზი. დალიეთ დიდი რაოდენობით მწვანე ან ხილის ჩაი, ის დაგეხმარებათ ორგანიზმიდან შლაკების გამოდევნაში.
თუ ”ვაშლს” გიწევთ საღამოს სტუმრად წასვლა, უნდა ეცადოთ მიირთვას მხოლოდ ბოსტნეულის სალათი და ხილი, არ გირჩევთ მადიანად მიირთვას მდიდარი ქართული ან მოდური შვედური მაგიდიდან საკვები, ეცადეთ გადაიღოთ მხოლოდ ცოცხალი ბოსტნეული და ხილი და ნუ დაიმატებთ საკვებს იკვებეთ ნელა და ეცადეთ არ ”გაძღეთ”.
ვარჯიში მუცლის კუნთების გასამაგრებლად: დაწექით ზურგზე, ფეხები მოხარეთ, ხელები თავქვეშ დაიდეთ, იდაყვები მიმართულია გვერდზე. სხეულის ზედა ნაწილი ნელი მოძრაობით აწიეთ და დაწიეთ, მაგრამ არ დაწვეთ, ეს მოძრაობა გაიმეორეთ 15-ჯერ.
მუცლის დაფარვა შეგიძლიათ თავისუფალი მაისურით. ნუ ჩაიცმევთ ტანზე მომდგარ სამოსს თუ მაინცდამაინც არ გინდათ თქვენი მუცლის გამოჩენა.

ქალი ”მსხალი”
ასეთი ტიპის სხეული ძალიან ხშირია, ”მსხალი” ადვილად იმატებს წონაში, ამიტომ ისინი ყოველთვის ფხიზლად უნდა იყვნენ ჭამის დროს, განსაკუთრებით ისეთ საკვებთან რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს კრახმალს, არ არის რეკომენდირებული წვენები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს, ჯობია მიირთვათ ცოცხალი ხილი.
თეძო სხეულის ყველაზე პრობლემური ნაწილია ”მსხლისთვის”, რეგულარული ვარჯიში დაგეხმარებათ დააგდოთ ზედმეტი ცხიმი სხეულის ამ ნაწილში, აუცილებელია თეძოს მასაჟი ამაში სპეციალური გორგოლაჭებიანი მასაჟორი დაგეხმარებათ. ამის შემდეგ კარგი იქნება წაისვათ ცელულიტის საწინააღმდეგო მალამო (შეგიძლიათ წაისვათ მასაჟის გაკეთების დროსაც).
თეძოს ვარჯიში: დადექით 4 ით იატაკზე, დაეყრდენით იდაყვებს, თავი და ტანი სწორ ხაზზე გეჭიროთ, მუხლში მოხრილი ფეხი აწიეთ და დაწიეთ, და ესე გაიმეორეთ 15-ჯერ. ეცადეთ ეს ფეხი იატაკს არ შეახოთ. შემდეგ შეცვალეთ ფეხი და გაიმეორეთ ყველაფერი ხელახლა.
თეძოს მიდამოში კანის ელასტიურობისთვის დაგეხმარებათ ტომატი, პომიდორი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, რაც ხელს უწყობს კანის აღდგენას, იგი რეკომენდირებულია დიეტების დროსაც.

ქალი ”ბანანი”
ძალიან ხშირად ”ვაშლებს” და ”მსხლებს” შურთ გამხდარი ”ბანანის”, მათ ყოველთვის შეუძლიათ ჭამონ რაც უნდათ და რამდენიც უნდათ, ამასთანავე არასდროს იმატებენ. მაგრამ მათთვის ძნელია ქალური ოვალის შესაქმნელად მოიმატონ ცოტა მაინც წონაში. ამისათვის თურმე ბანანმაც უნდა აკონტროლოს საკვები რაციონი, არ არის სასურველი მიირთვათ ყველა სახის ცხიმი, ჯობია მცენარეული ცხიმი მიიღოთ, მიირთვით ბევრი თხილი, ყველი, არაჟანი, ნაღები, იკვებეთ ცოტ ცოტა მაგრამ ხშირად. თქვენთვის სასარგებლოა შოკოლადი და მშრალი ხილი. დალიეთ რაც შეი
ძლება ბევრი ნატურალური წვენი, თავისუფლად შეგიძლიათ გაიმზადოთ და მიირთვათ იოგურტით, ბანანით, თაფლით, მარწყვით და ხილის წვენით დამზადებული კოქტეილი.
თუ თქვენ გააკეთებთ ვარჯიშს მკერდის კუნთებისთვის თქვენი მკერდი იქნება მკვრივი და არ ჩამოგეკიდებათ: დადექით სწორად, ხელის გულები მიადეთ ერთმანეთს მკერდის დონეზე და დაჭიმეთ მთელი ძალით, 5 წამით. ეს მოძრაობა გაიმეორეთ 15-ჯერ.
გრილი შხაპი კანს ელასტიურს ხდის, ხოლო თბილის და გრილის ცვალებადობა ძალიან კარგია სისხლძარღვებისთვის, ამ კონტრასტული ტემპერატურის წყლით, შხაპით დაიმასაჟეთ ორივე მკერდი წრიული მოძრაობით (ეცადეთ თავი არ გაიციოთ).
პროცედურა დაასრულეთ ცივი წყლის ჭავლით. შემდეგ რომელიმე დამარბილებელი მალამო წაისვით მკერდზე.

სხეულის აზიდვები იატაკიდან ხელებზე დაყრდნობით დაგეხმარებათ ”ბანანებს” ხელის კუნთების განვითარებაში. ამ ვარჯიშის შესრულება სასურველია დღეში 15-ჯერ.

ძალიან ძნელია აიძულო მამაკაცი გახდეს ან მოიმატოს წონაში კვების რეჟიმის დაცვით, ქალებს ეს პრობლემა ნაკლებად გვაწუხებს ეცადეთ შეარჩიოთ სწორი რაციონი, ივარჯიშეთ და კიდევ ერთი რჩევა, ბევრი იცინეთ, არ მოიკლოთ ძილი, და იყავით ბედნიერი

კატეგორია: დიეტა | ნანახია: 1541

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ