გემრიელობები - 7 ოქტომბერში 2010 - fashion
მთავარი » გემრიელობები
2:40 PM
გემრიელობები
გემრიელობები
იტალიური ნაციონალური კერძი ,,ფეტუჩინი ალფრედო''

ინგრედიენტები: 400 გრამი კარაქი, 2/3 ჭიქა გახეხილი ყველი(პარმეზანი), 1 ს.კ წვრილად დაჭრილი ან დანაყილი ნიორი, 3-4 პომიდორი, ახლად დაფქული შავი, სურნელოვანი პილპილი, დაახლოებით 100 გრამი ლორი და ერთი კოლოფი პასტა-ფეტუჩინი

მომზადების წესი: მოხარშეთ პასტა. კარაქი დაადნეთ ნელ ცეცხლზე და მასში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ლორი და ნიორი. შუშეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. დავუმატოთ გახეხილი პომიდორი და პილპილი. დატოვეთ ისევ ცეცხლზე. ეს სოუსი მოასხით უკვე მოხრშულ, გამზადებულ პასტას და მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი. გააფორმეთ მწვანილებით და ფიგურულად დაჭრილი სტაფილოთი.



მწვანე სალათი

ინგრედიენტები: მწვანე სალათი, ქინძი, კამა და ოხრახუში, კვერცხი 3-4 ცალი, პილპილი, მარილი, მაიონეზი, მწვანე ხახვი და კიტრი 1 ცალი.

მომზადების წესი: მწვანე სალათის ფოთლები დავჭრათ, მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და კამა. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მოხარშული კვერცხი, მოვასხათ მაიონეზი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და დავუმატოთ 1 ცალი წვრილად დაჭრილი კიტრი.




ბრაზილიური ყავის კრემი

ინგრედიენტები: 15 გრამი ჟელატინი, 3 კვერცხი, ვანილი, 50 გრამი ნიგოზი, 65 გრამი დაფქული ყავა, 45 გრამი შაქარი, ნაღები 300 მლ (33 %-იანი) და შაქრის პუდრა.

მომზადების წესი: ჟელატინი დავალბოთ, ყავა მოვხარშოთ 300 მლ წყალში, გავაციოტ, გავწუროთ საცერში.
კვერცხის გულებს დავუმატოთ შაქარი და კარგად ავთქვიფოთ. ამ მასას დავუმატოთ მოხარშული ყავა, დავდგათ ნელ ცეცხლზე , ვურიოთ სანამ არ გასქელდება. შევურიოთ დამბალი ჟელატინი, ვანილი, როცა გაცივდება დავუმატოთ ათქვეფილი ნაღები ჩავასხათ ფორმაბში და შევდგათ მაცივარში. როცა შესქელდება მოვრთოთ ნიგვზითა და შაქრის პუდრათი.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1761

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ