ღორის ხორცის რულეტი კამით - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ღორის ხორცის რულეტი კამით
4:22 PM
ღორის ხორცის რულეტი კამით
ღორის ხორცის რულეტი კამით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

8 ნაჭერი ღორის ხორცის ნაკლებცხიმიანი რბილობი, მარილი, დაფქული პილპილი, 3 ს/კ სოუსი "ჩილი” ან ტომატ-პიურე, 2 ს/კ ერბო, 400 გრ. ბულიონი, 0,5 ჩ/კ ფქვილი, 3 ს/კ დაჭრელი კამა.

მომზადების წესი:

1.    შეკმაზეთ ხორცი მარილითა და პილპილით. დაადეთ თითოეულ ნაჭერს 1 ჩ/კ კამა და 1 ჩ/კ სოუსი "ჩილი” ან ტომატ-პიურე. დაახვიეთ ნაჭრები და დაამაგრეთ კოქტეილის ჩხირებით. შეგიძლიათ ჩხირების ნაცვლად გამოიყენოთ ძაფი.
2.    ტაფაზე გაადნეთ ერბო და შეწვით ხორცი ყველა მხრიდან, დაუმატეთ ბულიონი მცირე ულუფებით და თუშეთ დაახლოებით კიდევ 20 წუთი თავდახურულად, მანამ სანამ ხორცი არ დარბილდება. დარჩენილი ბულიონი გადაწურეთ.
3.    ფქვილი მოხალეთ, გააზავეთ შეგრილებული ბულიონით და მოხარშეთ შესქელებამდე.
4.    ხორცს მოხსენით ჩხირები (ან ძაფი). სუფრაზე გაიტანეთ კარტოფილის პიურესთან ან შემწვარ კარტოფილთან ერთად.

ულუფის რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 35 წუთი

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 315

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ