ჰოროსკოპი - 6 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ჰოროსკოპი
10:59 PM
ჰოროსკოპი
ჰოროსკოპი
******
კურო

დღეს შესაძლოა ძალიან გამოგადგეთ თქვენი მჭერმეტყველების უნარი. სამწუხაროდ ნათლად მხოლოდ სხვის პრობლემებს ხედავთ და აფასებთ. დღეს მოგიწევთ გარკვეული პრობლემების სწრაფად გადაწყვეტა, რაც სამწუხაროდ ხარისხზე იმოქმედებს.


*****
ტყუპები

დღეს არ გამოგივათ საკუთარი მოსაზრების ჯიქურ გატანა. უმჯობესია საკუთარი პოზიცია დიდი რაოდენობით არგუმენტებით დაასაბუთოთ. მეტად მომთბენი იყავით.

****
კიბორჩხალა

დღეს მოგეცემათ საშუალება ცოტა დაისვენოთ და ძალები მოიკრიბოთ. სამსახურში ძალებს მოუფრთხილდით. რომანტიკული განწყობა საღამოს გამოიყენეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას.

****
ლომი

დღეს ხელსაყრელი დღეა თანამოაზრეების შესაძენად. კარგად აწონეთ და გაანალიზეთ შექმნილი სიტუაცია, გათვალეთ ყველა ნაბიჯი და სიტყვა.


****
ქალწული

დროა საკუთარი გეგმები და ჩანაფიქრები განახორციელოთ. წარმატება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ მოქმედება საგულდაგულოდ გაქვთ შერჩეული.


****
სასწორი

თქვენ გადაიღალეთ ემოციებისგან. შესაძლოა მოგინდეთ გარკვეულ წილად ცხოვრების შეცვლა, თუმცა ნუ აჩქარდებით, ჯერ ყველაფერი აწონეთ.

****
მორიელი

დღევანდელი დღე სასიკეთოა თქვენთვის და გარკვეულ მოგებას გპირდებათ. თავს გაცილებით ძლიერად და მყარად იგრძნობთ. თქვენში ჰარმონია დაისადგურებს. საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით.

****
მშვილდოსანი

თქვენი ემოციური განწყობა ხელს შეგიშლით ყოვედღიური სამუშაოს შესრულებაში. თუმცა არ ღირს ოცნებების და სურვილების აყოლა. რომანტიკა საღამოსთვის გადადეთ, აიძულეთ საკუთარი თავი იმუშაოთ.

*****
თხის რქა
დღეს ბევრი სამუშაო გელით. თუმცა ყველაფერი სასიკეთოთ აეწყობა, მთავარია ძალები სწორად გადაანაწილოთ. საღამოს ეცადეთ საფუძვლიანად დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ.

*****
მერწყული
დღეს არ აყვეთ სიზარმაცის ცდუნებას, თორემ ჩვეულ სამუშაო რიტმში დაბრუნება გაგიჭირდებათ. სამსახურში ეცადეთ შემოიფარგლოთ მხოლოდ სამსახურეობრივი საკითხებით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დაძაბულ სამუშაო გრაფიკს დასვენების დღეები მოსდევს.

***
თევზები
დღეს მოგეცემათ საშუალება, გადაწყვიტოთ სხვადასხვა სადაო საკითხები. სავსებით საკმარისი იქნება რამდენიმე ფაქტი და არგუმენტი, რათა თქვენი სიმართლე დაამტკიცოთ.

****
კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 1927

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ