ინგლისური სალათი - 30 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » ინგლისური სალათი
1:14 PM
ინგლისური სალათი
ინგლისური სალათი
ულუფის რაოდენობა: 2
მომზადების დრო: 25 წუთი
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
200 გრ. წიწილა
75 გრ. ნიახურის ძირები
35 გრ. მოხარშული ქამა სოკო
10 გრ. მჟავე კიტრი
35 გრ. მაიონეზი
5 გრ. მზა მდოგვი
15 გრ. ბულგარული წიწაკა
5 გრ. სალათის ფოთლები
მარილი


მომზადების წესი:
წიწილა მოხარშეთ, გააგრილეთ, რბილობი მოაშორეთ ძვალს და დაჭერით. მოხარშული სოკო და კანგაცლილი და თესლებამოღებული კიტრი დაჭერით ნაჭრებად. ნიახური გარეცხეთ, გაწმინდეთ და დაჭერით წვრილ და გრძელ ნაჭრებად. ყველა პროდუქტი შეაერთეთ, მოაყარეთ მარილი, შეანელეთ მაიონეზით და მდოგვით. სალათი გადაიტანეთ სასალათეში, მორთეთ წიწაკით და სალათის ფურცლებით.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 355

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ