JIMMY CHOO-ს საქველმოქმედო კოლექცია - 16 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » JIMMY CHOO-ს საქველმოქმედო კოლექცია
11:12 AM
JIMMY CHOO-ს საქველმოქმედო კოლექცია
JIMMY CHOO-ს საქველმოქმედო კოლექცია
ტამარა მელონმა მხარი დაუჭირა სერ ელტონ ჯონის შიდსთან ბრძოლის ფონდს და საქველმოქმედო კოლექცია - JIMMY CHOO - გამოუშვა.

კოლექციას The Project PEP დაერქვა, მასში შეზღუდული ტირაჟით გამოშვებული ფეხსაცმელები, მაშიები, შარფები და ჩანთებია წარმოდგენილი. კოლექციის გაყიდვით მიღებული თანხა სამხრეთ აფრიკაში შიდსთან ბრძოლის ფონდს გადაეცემა და ამ საშინელი დაავადების წინააღმდეგ ვაქცინის შეძენაში დაიხარჯება. თუ პრეპარატი პაციენტს დაუცველი სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში გაუკეთდება, 100-დან 79 შემთხვევაში ის შიდსით დაავადებას აღკვეთს.

თამარა მელონმა პრესას აცნობა, რომ 4 წლის წინ აფრიკაში შიდსის გავრცელების შესახებ სტატია წაიკითხა და შოკირებული დარჩა იმით, რამდენად გაუნათლებელი არიან აფრიკელი მამაკაცები. ბევრ მათგანს ახლაც შამანების სჯერა, რომელნიც, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ თუკი მამაკაცი ქალწულთან შევა კავშირში, ის განიკურნება. სწორედ ამ ცრურწმენის გამოა, რომ აფრიკაში გოგონების გაუპატიურების ფაქტები ხშირია და ეს შიდსის გავრცელებასაც უწყობს ხელს. "აღშფოთებული ვიყავი, ქალიშვილი მყავს და წარმოდგენაც კი იმის, რომ სხვების შვილებს რამე მსგავსი ემუქრებათ, ჩემთვის აუტანელი აღმოჩნდა. მაშინ ელტონ ჯონის ფონდთან დაკავშირება და აფრიკელი ქალების დახმარება გადავწყვიტე».




















ახალ კოლექციაზე ტამარა მელონმა ასეთი კომნეტარი გააკეთა: «მასში ყველაფერს ნახავთ, რაც ჟიმმყ ჩჰოო-ს დნმ-ად, ითვლება: პრინტები, კრისტალები და როკ-ნ-როლის მოტივები. მათი ფასი 55-დან 550 ფუნტამდეა. ვფიქრობ, მარკის ყველა თაყვანისმცემელი იპოვის მოსაწონ მოდელს, მეც სიამოვნებით ვატარებ ამ კოლექციის ტანსაცმელს».

კატეგორია: დიზაინერები | ნანახია: 535

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ