მთავარი » კარტოფილი “ბეშამელის” საწებლით
1:47 PM
კარტოფილი “ბეშამელის” საწებლით
კარტოფილი “ბეშამელის” საწებლით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

500 გრ. კარტოფილი, 2 სუფრის კოვზი ერბო, 1/2 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, 2 ცალი კვერცხი, 2 ჩაის ჭიქა რძე, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

კარტოფილი გარეცხეთ კანიანად, მოხარშეთ, გაფცქვენით და თხელ ნაჭრებად დაჭერით. მრგვალ ტაფას წაუსვით ერბო, ერთ წყებად დააწყეთ ზედ კარტოფილი, მიუმატეთ ცოტა ერბო, დაფხვნილი ყველი, მერე ისევ კარტოფილი, ერბო და ყველი.

1 სუფრის კოვზ ერბოში მოშუშეთ ნახევარი ჩაის ჭიქა პურის ფქვილი, გახსენით რძით, აადუღეთ, ჩააყარეთ მარილი, გათქვეფილი კვერცხის გული და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მომზადებული საწებელი გადაასხით კარტოფილს, შედგით ცხელ ღუმელში და შეწვით. როცა შეიწვება, მაგიდაზე თავისივე ჭურჭლით მიიტანეთ.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 839

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ