კარტოფილი შვეიცარულად - 26 მარტში 2010 - fashion
მთავარი » კარტოფილი შვეიცარულად
7:36 PM
კარტოფილი შვეიცარულად
კარტოფილი შვეიცარულად
1 კგ. კარტოფილი
მარილი, პილპილი
ოხრახუში
კარაქი
მზესუმზირის ზეთი

გახეხეთ კარტოფილი მსხვილ სახეხზე, ჩაყარეთ ტაფაზე გახურებულ ზეთში, დააყარეთ მარილი და პილიპილი, კარგად მოურიეთ რომ ცხიმი შეიწოვოს. დააფარეთ თავსახური და დადგით საშუალო ცეცხლზე 20-30 წუთის განმავლობაში, თან დროდადრო აბრუნეთ. აღარ მოურიოთ. კარგად დატკეპნეთ რომ შეიკრას. წვით კიდევ დაახლოებით 15 წუთი, თან დროდადრო შეანჯღრიეთ ხოლმე ტაფა, რომ არ მიიკრას. გაახურეთ გრილი თქვენს ღუმელში. დააყარეთ კართოფილს კარაქის პატარა ნაჭრები, ცოტა პილპილი, ისევ შედგით გრილში და გააჩერეთ 3-4 წუთი, იმისთვის, რომ კნატუნა ქერქი გაიკეთოს. გამოღების შემდეგ მოაყარეთ ცოტა წვრილად დაჭრილი ოხრახუში

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 413

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ