ქათმის კატლეტი “კმაყოფილი მინისტრი” - 7 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ქათმის კატლეტი “კმაყოფილი მინისტრი”
2:23 PM
ქათმის კატლეტი “კმაყოფილი მინისტრი”
ქათმის კატლეტი “კმაყოფილი მინისტრი”

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 კგ. ქათამი, 100 გრ. თეეთრი პური, 1/2 ჩაის ჭიქა რძე, 2 სუფრის კოვზი დანაყილი ორცხობილა, 150 გრ. ერბო.

მომზადების წესი:

ქათამი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, ხორცს ძვლები გამოაცალეთ და რძეში დამბალი გაწურული თეთრი პურის გულიანად 2–ჯერ გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, მიუმატეთ მარილი, ერბო და კარგად აზილეთ.

მომზადებული მასალიდან გააკეთეთ კატლეტები, ამოავლეთ დანახილ ორცხობილაში და ორივე მხრიდან შეწვით ერბოში. შემწვარი კატლეტი დააწყეთ თეფშზე, მოუწყეთ შემწვარი კარტოფილი და ისე შემოიტანეთ მაგიდაზე

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 434

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ