ქათმის მკერდი “დილა” - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ქათმის მკერდი “დილა”
4:36 PM
ქათმის მკერდი “დილა”
ქათმის მკერდი “დილა”

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

4 ც. ქათმის მკერდის ფილე, 2 ც. ოხრახუშის ძირი, 1 ც. ნიახურის ძირი, 2 ს/კ დაჭრილი მწვანე ნიახური, 1 ს/კ დაჭრილი მწვანე მაიორანი, 2 ც. პომიდორი, 1 თავი ხახვი, დაფქვილი პილპილი, მარილი, 250 მგ. ბოსტნეულის ბულიონი (ბულიონის "კუბიკები”).


მომზადების წესი:
ფილე გარეცხეთ, შეაშრეთ, გაუკეთეთ გვერდიდან ჭრილი. ძირები და ხახვი გაასუფთავეთ, წვრილად დააქუცმაცეთ.

პომიდორს გადაავლეთ მდუღარე, მოაცალეთ კანი, თესლები, რბილობი წვრილად დაჭერით. ბოსტნეული შეაერთეთ, დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, მარილი, პილპილი და ამოურიეთ. ფილე დატენეთ ამ მასით, ჭრილები შეაერთეთ ხის ჩხირებით. მოხარშეთ ორთქლში 15 წუთის განმავლობაში.

ულუფის რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 40 წუთი.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 385

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ