ქათმის ფარშირებული ბარკლები - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ქათმის ფარშირებული ბარკლები
4:45 PM
ქათმის ფარშირებული ბარკლები
ქათმის ფარშირებული ბარკლები

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

4 ც. ქათმის ბარკალი, 4 ც. კვერცხი, 100 გრ. რძე ან ნაღები, 100 გრ. ახალი ან გაყინული სოკო, 200 გრ. ზეთი, 1 ჩ/კ პურის ფქვილი, მუსკატის კაკალი (გახეხილი) – გემოვნებით, საფანელი, მარილი.

მომზადების წესი:
ბარკლებს მოაშორეთ კანი (ისე რომ არ დააზიანოთ) და ძვალი. რბილობი ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.

დაუმატეთ კვერცხის ცილა და თქვიფეთ მასის ორჯერ გადიდებამდე, თანდათან ჩაუმატეთ ნაღები, მოაყარეთ მარილი და ფრთხილად დაამატეთ დაქუცმაცებული სოკო და მუსკატის კაკალი. ბარკლის კანი დატენეთ მიღებული ფარშით, შეართეთ გვერდები, ამოავლეთ ფქვილში,  ამოავლეთ კვერცხის გულის და რძის (ნაღების ან წყლის) ნაზავში, შემდეგ საფანელში.

შეწვით ფრიტურში ოქროსფრამდე და შედგით ჰაერღუმელში 15 წუთით. სუფრაზე გაიტანეთ ბროკოლთან, ყვავილოვან კომბოსტოსთან ან ახალ ბოსტნეულთან ერთად.

ულუფის რაოდენობა: 4

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 644

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ