ქათმის ფილე ნუშის ქერქით - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ქათმის ფილე ნუშის ქერქით
4:40 PM
ქათმის ფილე ნუშის ქერქით
ქათმის ფილე ნუშის ქერქით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

4 ც. ქათმის მკერდის ფილე, დაფქული შავი პილპილი, მარილი, 100 გრ. კარტოფილის "ჩიპსები”, 50 გრ. წვრილად დაჭრილი ნუში, 1 ც. კვერცხი, 2 ს/კ პურის ფქვილი, 1 ც. ყვითელი ტკბილი წიწაკა, 4 ც. პომიდორი, 1 ც. კიტრი, 200 გრ. სალათის ფურცელი, 2 ს/კ 3%-იანი ძმარი, 4 ს/კ ზეთი, 1 ჩ/კ შაქარი.

მომზადების წესი:
ქათმის ფილე დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი. კარტოფილის ჩიპსები დაფხვენით, შეურიეთ ნუში. ათქვიფეთ კვერცხი.

ქათმის ფილე ამოავლეთ ფქვილში, კვერცხში, ნუშისა და "ჩიპსის” ნარევში. დადეთ პერგამენტის ფურცლით დაფარულ ტაფაზე და შეწვით ჰაერღუმელში 20 წუთის განმავლობაში.

ტკბილი წიწაკა გაჭერით შუაში, ამოაცალეთ თესლები, დაჭერით წვრილად და გრძლად. დაჭერით პომიდორი, კიტრი და სალათის ფურცლები. ძმარში შეათქვიფეთ  მარილი, დაფქული პილპილი, შაქარი, ზეთი და მოასხით სალათას. ქათმის ფილე სუფრაზე გაიტანეთ სალათთან ერთად.

ულუფის რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 50 წუთი.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 340

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ