ქათმის ფილე სატაცურით - 7 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ქათმის ფილე სატაცურით
1:55 PM
ქათმის ფილე სატაცურით
ქათმის ფილე სატაცურით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

6 ც. ქათმის მკერდის ფილე, 400 გრ. ნედლი სოკო, 250 გრ. დაკონსერვებული სატაცური, 200 გრ. ისპანახი, 200 გრ. გახეხილი მაგარი ყველი, 100 გრ. ზეთი, 2 ც. სტაფილო, 6 ც. მწვანე ხახვი, 3 კბილი ნიორი, 4 ნაჭერი გამხმარი პური, 2 ჩ/ჭ კახური ღვინო, დაფქული პილპილი, მარილი.

მომზადების წესი:
დაასხით ფილეს კახური ღვინო და გააჩერეთ 3 საათი. დაქუცმაცებული ისპანახი, ნიორი, წვრილად
დაჭრილი სოკო, გახეხილი სტაფილო, დაჭრილი მწვანე ხახვი მოდაღეთ 10 წუთის განმავლობაში
დაბალ ცეცხლზე ზეთში, დაუმატეთ მარილი და პილპილი. პურის ნაჭრებს მოაშორეთ კანი, დახეხეთ სახეხზე და შეურიეთ ყველს. ფილეს თითოეულ ნაჭერს გვერდიდან გაუკეთეთ ჭრილი,
დატენეთ ბოსტნეულის სატენით, გვერდები დაუმაგრეთ ჩხირებით. ფარშირებული ფილე ამოავლეთ გამზადებულ ყველიან საფანელში და შეწვით კარაქში. სუფრაზე გატანის წინ მოაძვრეთ ჩხირები, დაალაგეთ სინზე, გარნირად დადეთ სატაცური.

ულუფის რაოდენობა: 6; მომზადების დრო: 1 საათი 10 წუთი.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 326

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ