ხბოს ღვიძლი ბრაზილიურად - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ხბოს ღვიძლი ბრაზილიურად
4:15 PM
ხბოს ღვიძლი ბრაზილიურად
ხბოს ღვიძლი ბრაზილიურად

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

300 გრ. ხბოს ღვიძლი, 150 გრ. ბანანი, 2 ს/კ თეთრი ღვინო, 1 თავი ხახვი, 2 ს/კ ზეითუნის ზეთი. ოხრახუში, კამა, დაფნის ფოთოლი, მარილი, დაფქული შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ღვიძლი დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით თეთრი ღვინო, ლიმონის წვენი (ცოტა დატოვეთ შესანელებლად). დაუმატეთ რგოლებად დაჭრილი ხახვი და გააჩერეთ 8 საათი.

ნაჭრები ამოიღეთ მარინადიდან, შეწვით კარაქში, მოასხით მარინადი, ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი და თუშეთ კიდევ 4 წუთი, ორი წუთით ადრე ჩაამატეთ ბანანის ნაჭრები, დარჩენილი ლიმონის წვენი, მოაყარეთ მწვანილი და მოხარშულ ბრინჯთან ერთად გაიტანეთ სუფრაზე.

ულუფის რაოდენობა: 2; მომზადების დრო: 15 წუთი

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 352

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ