ხბოს ფეხების ხოლოდეცი - 7 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ხბოს ფეხების ხოლოდეცი
1:51 PM
ხბოს ფეხების ხოლოდეცი
ხბოს ფეხების ხოლოდეცი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ფეხები 4 ცალი, სტაფილო 3 ცალი, ჭარხალი 1 ცალი, კვერცხი 2 ცალი, ძმარი 2 სუფრის კოვზი, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

გაწმინდეთ კარგად ხბოს ფეხები, ჩააწყეთ ქვაბში, დაასხით ბლომად წყალი და ხარშეთ დიდხანს. რომ ფეხები კარგად ჩაიხარშოს. როცა ფეხები მოიხარშება, მარილი ჩააყარეთ,.  მოხარშული ფეხებიდან ძვლები გამოარჩიეთ და ხორცი წვრილად დაჭერით, ცალ–ცალკე მოხარშეთ სტაფილო, ჭარხალი დაჭერით წვრილად ან ვარსკვლავისებურად, დაკეფეთ

მოხარშული კვერცხი, ყველა ერთად აურიეთ და ჩაყარეთ ფორმაში. 3-4 ჩაის ჭიქა ფეხების ნახარში ბულიონი გადაწურეთ, ჩაურიეთ შიგ 2 სუფრის კოვზი თეთრი ძმარი, ერთხელ წამოადუღეთ და ცხლადვე დაასხით ფორმაში ჩალაგებულ ფეხებს.

როდესაც კარგად გაცივდება, ფორმა 1 წუთით ადუღებულ წყალში ჩადგით, შემდეგ ამოიღეთ, დააფარეთ ზემოდან მრგვალი ლანგარი და თავდაღმა გადმოატრიალეთ. ფორმიდან მთლიანად გადმოვარდება ხოლოდეცი. მაგიდაზე მიტანისას თან მიაყოლეთ ძმრიანი ხარდალი ან მდოგვი.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 219

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ