ხილის კოქტეილი - 15 ივნისში 2010 - fashion
მთავარი » ხილის კოქტეილი
3:56 PM
ხილის კოქტეილი
ხილის კოქტეილი
შემადგენლობა
ბანანი - 1 ცალი
მსხალი - 1 ცალი
ვაშლის წვენი - 200 მლ
კივი - 2 ცალი
შაქრის პუდრა - 20 გრ
შოკოლადი - 10 გრ
მომზადება
რაც უფრო ცხელა გარეთ მით უფრო მსუბუქი და გამაგრილებელი კერძები გვინდება. ამ რეცეპტს შეიძლება დავარქვათ კოქტეილიც და დესერტიც.
ჩვენ დაგვჭირდება 1 მწიფე ბანანი, კივი, და მწიფე მსხალი.

ხილი გავფცქვნათ და მსხვილად დავჭრათ.

ხილი ჩავყაროთ ბლენდერში და ავთქვიფოთ. გამოვა ხილის პიურე.

ხილის პიურეში ჩავყაროთ შაქრის პუდრა და ჩავასხათ ვაშლის წვენი გასათხელებლად. თუ არ დავამატებთ წვენს გამოვა გემრიელი ხილის პიურე.

ჩავასხათ ჭიქებში და ზემოდან დავაყაროთ გახეხილი შოკოლადი ან დარიჩინი.

გემრიელად მიირთვით!

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 899

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ