ლაზანია ლავაშით - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ლაზანია ლავაშით
4:24 PM
ლაზანია ლავაშით
ლაზანია ლავაშით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

3 ცალი სომხური ლავაში, 1 მოზრდილი თავი ხახვი, 1 კგ. ხორცის ფარში, 100 გრ. ყველი, ზეთი, მარილი, პილპილი და სუნელები ფარშისთვის.
სოუსისთვის :  2 ს/კ ფქვილი, 50გრ. კარაქი, 0.5 ლიტრი რძე, მარილი. 
მომზადების წესი:
ხორცის ფარში ხახვთან ერთად მოთუშეთ ზეთში, შეკმაზეთ გემოვნებით სოუსის გათვალისწინებით. ლავაში დაჭერით თუნუქის ფირფიტის ზომებად.

პირველი ფენა დააწყვეთ თუნუქის ფირფიტაზე, ზემოდან დაადეთ მოთუშული ფარშის ნაწილი. შემდეგ ლავაში და ისევ ფარში, და ა.შ. ბოლომდე, ისე რომ ზემოდან იყოს ფარში. მოხარშეთ სოუსი: ფქვილი მოხალეთ გამდნარ კარაქში გამუქებამდე. გახსენით რძეში და ადუღეთ 5-7 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ და მოასხით კერძს. მოაყარეთ გახეხილი ყველი. შედგით ჰაერ-ღუმელში და აცხვეთ 20-25 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 962

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ