ლიმონის და მარწყვის ტორტი - 5 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » ლიმონის და მარწყვის ტორტი
5:52 PM
ლიმონის და მარწყვის ტორტი
ლიმონის და მარწყვის ტორტი

ლიმონის ტორტი


ინგრედიენტები: 6 ც. კვერცხი;

1 ჩ/ჭ შაქარი;
1 ც. ლიმონი;
2 ს/კ კარტოფილის ფქვილი;
2 ს/კ პურის ფქვილი.
მასალა კრემისთვის:

1 ჩ/ჭ რძე;
1,5 ჩ/ჭ შაქარი;
1 ლიტრი რძე;
4 კვერცხი;
1/2 ჭ. ფქვილი;
200 გრ. კარაქი.



მომზადების წესი: კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ შაქრის ფხვნილთან ერთად. ერთი ცალი საშუალო ზომის ლიმონი 15-20 წუთის განმავლობაში ვხარშოთ, კანიანად გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში და შევურიოთ კვერცხის გულებს. დავამატოთ 2 ს/კ კარტოფილის ფქვილი, 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და კარგად ავურიოთ. კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ, გამაგრებამდე და ნელ-ნელა დავასხათ ცომს. მიღებული მასა ჩავასხათ ცხიმწასმულ ყალიბში და შევდგათ გაზქურაში გამოსაცხობად.


კრემის მომზადების წესი: 4 კვერცხის გულისა და 1,5 ჭიქა შაქრის ფხვნილისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი. დავამატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად ავურიოთ. დავასხათ 1 ლიტრი რძე, დავდგათ ნელ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. გავაციოთ და შევათქვიფოთ 200 გრ. კარაქი.


გამომცხვარი ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ ლიმონიანი ჩაით, რომელსაც დამატებული ექნება 1 ს/კ კონიაკი. ბისკვიტი მოვრთოთ კრემით.






მარწყვის ტორტი

ინგრედიენტები:
4 ულუფა
2 ს.კ. შაქარი
3 ს.კ. წყალი
1 ს.კ. კონიაკი
30 გ ჟელატინი
50 გ წყალი
1 მზა ბისკვიტი
400 გ მარწყვი
200 გ სქელი ნაღები
3 ს.კ. შაქარი


მომზადების წესი:
1. შაქარი გახსენით წყალში, მიიყვანეთ ადუღებამდე და გააცივეთ. დაუმატეთ კონიაკი.
2. ჟელატინს დაასხით ანადუღარი ცივი წყალი და დადგით 30 წთ.
3. გასახსნელ ფორმაში ჩადეთ ბისკვიტი, დანამეთ სიროფით და ზემოდან მჭიდროდ დააწყვეთ მარწყვი (ნაწილი დაიტოვეთ გასაფორმებლად).
4. გაფუებული ჟელატინი შეათბეთ ორთქლზე და გააგრილეთ. შეურიეთ ნაღები, შაქარი, გააცივეთ და ათქვიფეთ.
5. მიღებული მასა მოასხით მარწყვს და შედგით მაცივარში 1 სთ.
6. სუფრასთან მიტანის წინ ნაღების ტორტი ამოიღეთ ფორმიდან და მორთეთ დარჩენილი მარწყვით.


კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1494

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ