მთავარი » ლულაქაბაბი
2:07 PM
ლულაქაბაბი
ლულაქაბაბი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

500 გრ. ცხვრის ხორცი, 75 გრ. დუმა, 1 თავი ხახვი, 1 ჩაის ჭიქა შინდის ჩურჩა ან კოწახური, 1 ჩაის ჭიქა მარილი და პილპილი.

მომზადების წესი:

ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი, დუმა, ხახვი, 100 გრ. შინდის ჩურჩა ან კოწახური ორჯერ გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. უყავით მარილი, პილპილი, გათქვეფილი კვერცხი და ხელით კარგად აურიეთ. პატარა შამფურები გააცხელეთ, იაღეთ ხელში გამზადებული ხორცი, ზედ შემოაკარით და შეწვით ნაკვერცხალზე.

როცა შეიწვება, გამოაძრეთ შამფურიდან და სათითაოდ შეახვიეთ ლავაშში და დაალაგეთ თეფშზე. ამასთან ცალკე მიიტანეთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური. შეგიძლიათ შემწვარი ლულაქაბაბი ლავაშში არ გაახვიოთ, არამედ დაალაგოთ თეფშზე, მოაყაროთ დაჭრილი ხახვი და დანაყილი კოწახური.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1320

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ