მთავარი » მაკარონი სოკოთი
1:57 PM
მაკარონი სოკოთი
მაკარონი სოკოთი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

400 გრ. სამარხვო მაკარონი, 2,5 ლ. წყალი, 50 გრ. სამარხვო კარაქი, მარილი – გემოვნებით, 50 გრ. ხმელი სოკო, 50 გრ მარგარინი, 100 გრ მოშუშული ხახვი, ოხრახუში – გემოვნებით.

მომზადების წესი:
სამარხვო მაკარონი მოვხარშოთ.

სოკო გადავარჩიოთ, გავრეცხოთ, დავალბოთ წყალში და იმავე წყალში მოვხარშოთ უმარილოდ. მზა სოკო გადავიტანოთ თუშფალანგზე, დავწრიტოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. თავი ხახვი გავფცქვნათ, გავრეცხოთ, წვრილად დავჭრათ, მოვშუშოთ. დავამატოთ დაჭრილი სოკო და ისევ მოვშუშოთ 5 წუთის განმავლობაში. მზა ხახვი და სოკო შევურიოთ მოხარშულ მაკარონს, გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ დაჭრილი ოხრახუშით.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1301

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ