მთავარი » მეტყველი თვალები
10:34 PM
მეტყველი თვალები
მეტყველი თვალები
მეტყველი თვალები

მეტყველი მზერა, მოვლილი წამწამები! და ეს ყველაფერი თანამედროვე ტუშის დამსახურებაა! რადგანაც იგი მზადდება თანამედროვე მოთხოვნების დაკმაყოფილებით, პრაქტიკაში კი ეს ნიშნავს, რომ კარგი თანამედროვე ტუში ვალდებულია არა მხოლოდ დააგრძელოს და მოცულობა შემატოს წამწამებს,ასევე მის შემადგენლობაში მყოფი მკვებავი ნივთიერებების საშუალებით მოუაროს და დაიცვას თქვენი წამწამები არასასურველი გარემოსაგან


მნიშვნელობა არ აქვს, რომელ მაკიაჟს იკეთებთ: საღამოს, ყოველდღიურს თუ ორიგინალურს ტუშს გვერდს ვერ აუვლით! რატომ? იმიტომ რომ ტუში ვიზუალურად ზრდის თვალს, ხაზს უსვამს თვალის ფერს, ჩუქნის მათ ბრწყინვალებას და სიღრმეს, ამის გარდა მატებს წამწამებს მოცულობას, ზრდის სიგრძეში და ახვევს

მკვებავი ზეთების, ვიტამინებისა და სხვა დანარჩენი სასარგებლო ინგრედიენტების შემადგენლობით, ტუში ხელს უწყობს წამწამების ჯანსაღ ზრდას, იცავს თვისუფალი რადიკალებისგან

პროფესიონალი ვიზაჟისტები გვირჩევენ: თუ თქვენ გადაწყვიტავთ დეკორატიული კოსმეტიკის გამოყენებას, ერთ-ერთი მათგანი აუცელებლად უნდა იყოს ტუში


ტუშის წასმის წესები

1 ეტაპი: დაიწყეთ წამწამების დახვევით



პინცეტი მაქსიმალურად მიიტანეთ ახლოს წამწამების ძირებთან და ფრთხილად მოუჭირეთ რამოდენიმე წამის განმავლობაში
(სიფრთხილე გამოიჩენეთ მოჭერისას, რათა თავიდან აიცილოთ წამწამის გადაღუნვა)

თუ თქვენ არ იხვევთ წამწამებს, მაშინ ეგრევე გადადით 2 ეტაპზე



რჩევები



ტუჩის დასარბილებლად იხმარეთ ბალზამი, ჰიგიენური პომადის ნაცვლად, რადგან ამ უკანასკნელის შემადგენლობაში ნავთობი შედის
დახეთქილ და მშრალ ტუჩებს შესანიშნავად არბილებს და მიმზიდველს ხდის, ტუჩის "ბლესკი"

2 ეტაპი: წაისვით წამწამებზე მკვებავი კონდინციონერი (სპეციალურად წამწამებისთვის), ის ამაგრებს, იცავს და მატებს მათ ხავერდოვან სირბილეს. კონდინციონერის შემდეგ ტუში უფრო ადვილად ისმევა, ერთნაირად გადანაწილდება წამწამებზე და უფრო დიდხანს ჩერდება



იცით თუ არა, რომ კონდინციონერი სასურველია წაისვათ სუფთა წამწამებზე ძილის წინ? წამწამები მაგრდება , იზრდება სიგრძეში და და ხდება ფუმფულა



3 ეტაპი: გადაწიეთ თავი ოდნავ უკან, წაისვით ტუში ზედა წამწამებზე, ფუნჯი დაიჭირეთ ჰორიზონტალურად წამწამების სიგრძის ხაზის გაყოლებაზე

4 ეტაპი: წაისვით ტუში ზიგზაგური მოძრაობით, წამწამის ძირიდან აყევით წვერამდე, ეს მოქმედება თავიდან აგაცილებთ წამწამების ერთმანეთთან შეწებებას, მოიცადეთ ცოტა ხანი და პროცედურა ხელახლა გაიმეორეთ
5 ეტაპი: და საბოლოო შტრიხი ვიზუალურად თვალის გასაზრდელად.

წაისვით ტუში წამწამის თვალის შიგნითა კუთხეში, ხოლო ქვედა წამწამებზე გაიმეორეთ 3 და 4 ეტაპი. მიაქციეთ ყურადღება: ქვედა წამწამებს სჭირდება ტუშის ერთი ფენა 6 ეტაპი: და ბოლოს განაცალკევეთ წამწამები სპეციალური სავარცხლით
6 ეტაპი: და ბოლოს განაცალკევეთ წამწამები სპეციალური სავარცხლით

..

Dior - DiorShow / Yves Saint Laurent - FAUX CILS

.
Lancome - HYPNÔSE DRAMA / Givenchy - Phenomen'Eyes


ვიზაჟისტების საიდუმლოებები

წამწამის დასახვევი პინცეტი შეგიძლიათ გააცხელოთ ფენის მეშვეობით, მიუშვირეთ მას ცხელი ჰაერის ნაკადი 3-5 წამი (ძალიან ნუ გააცხელებთ)
ფუნჯზე ტუშის რაოდენობა არ განაახლოთ სანამ არ ამოიღებთ ტუბიდან, რადგანაც ასეთი ქმედება ტუბში ჰაერის მოხვედრას უწყობს ხელს, ეს კი ტუშის ამოშრობის საწინდარია
არ ისარგებლოს თქვენი ტუშით სხვამ! რადგანაც არსებობს ინფექციის შეჭრის რისკი
რეგულარულად გაწმინდეთ ფუნჯი ტუშის გამხმარი ნარჩენებისგან
თვალების ირგვლივ სიშავის დასაფარავად და მზერაც, რომ უფრო დამაჯერებელი გახადოთ, ტუში მხოლოდ ზედა წამწამებზე წაისვით



კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1246

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ