მთავარი » მისს სპორტო. ყველაზე ლამაზი სპორტსმენი ტანმოვარჯიშეა
7:37 PM
მისს სპორტო. ყველაზე ლამაზი სპორტსმენი ტანმოვარჯიშეა
მისს სპორტო. ყველაზე ლამაზი სპორტსმენი ტანმოვარჯიშეა

მის-სპორტი საქართველო 2009 მხატვრულად ტანმოვარჯიშე მზევინარ სამუკაშვილი გახდა. 17 ივნისს, რესტორან "მონოპოლში” ჩატარებულ სილამაზის კონკურსში მონაწილეობა 25-მა ლამაზმანმა მიიღო, რომლებიც პარალელურად აქტიურ სპორტულ კარიერას მისდევენ.



ღონისძიებას ილუზიონისტი გია ფარადაშვილი გაუძღვა. მაყურებელთა საზეიმო განწყობის ამაღლებაზე ქართული ესტრადის ვარსკვლავმა ანრი ჯოხაძემ და ბევრისთვის უცნობმა ნიჭიერმა მომღერალმა თუ მოცეკვავემ იზრუნა. კონკურსანტები კი ძირითადად ქართველი სპორტსმენებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. ჟიურის თავმჯდომარე საქართველოს საბრძოლო ხელოვნებათა კონფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია იყო, წევრები - ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლელა მესხი, ტანვარჯიშის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ფიქრია ფანქველაშვილი, ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი დავით გობეჯიშვილი და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი სამყურაშვილი.



კატეგორია: სპორტი | ნანახია: 1629

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ