მოხრაკული კარტოფილი ნიგვზით - 26 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » მოხრაკული კარტოფილი ნიგვზით
5:55 PM
მოხრაკული კარტოფილი ნიგვზით
მოხრაკული კარტოფილი ნიგვზით
მასალა: 500 გრამი კარტოფილი; 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი; 2 თავი ხახვი; 3/4 ჩაის ჭიქა ნიგოზი; 3 კბილი ნიორი; ოხრახუში; წიწაკა, პილპილი, მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი: კარტოფილი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, დავჭრათ პატარ–პატარა ოთხკუთხედებად, მოვაყაროთ მარილი, მოვხრაკოთ მცენარეულ ზეთში. ცალკე ტაფაზე მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შევურიოთ მოხრაკულ კარტოფილს. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, ნიორი და მარილი.

ყველაფერი კარგად გადავურიოთ, გადავიტანოთ თეფშზე.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 468

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ