ნატალია ვოდიანოვა: ლამაზი ზღაპარი ლამაზი გაგრძელებით - 16 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » ნატალია ვოდიანოვა: ლამაზი ზღაპარი ლამაზი გაგრძელებით
11:31 AM
ნატალია ვოდიანოვა: ლამაზი ზღაპარი ლამაზი გაგრძელებით
ნატალია ვოდიანოვა: ლამაზი ზღაპარი ლამაზი გაგრძელებით
ციტატები: "გავაკეთე ის, რაც გავაკეთე და ახლა მივაღწიე ყველაფერს, რაც მინდოდა. საკმაო ფული მაქვს იმისთვის, რომ ჩემი ოჯახი უსაფრთხოდ და მშვიდად იყოს, ეს კი ერთადერთია, რაც ამქვეყნად მაღელვებს."

”ყველა შემთხვევას და ყველა შანსს ვიყენებ, რომელსაც ცხოვრება მთავაზობს, ვიყენებ ბოლომდე. როცა პარიზში დამპატიჯეს, ვიფიქრე, სჯობს შანსი გამოვიყენო და ვნახო, რა გამოვა, ვიდრე არ გავაკეთო და მთელი ცხოვრება ვნანობდე. ამიტომ გავემგზავრე».

«დიდხანს არ მჯეროდა, რომ ასე გამიმართლა, თუმცა გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ ამას ვიმსახურებდი»ქველმოქმედება: დააარსა თავისი ფონდი — «გაშიშვლებული გული» (The Naked Heart Foundation).საბედისწერო კასტინგი

ძალიან მალე სააგენტოს დასავლელმა რეკრუტიორებმა მიმართეს. ჩაატარეს კასტინგი. ყველა მოდელი მაღალ ქუსლზე და შავი მოკლე ქვედაკაბით უნდა ყოფილიყო. რადგან ქვედაკაბა არ ჰქონდა, გადაქექა უფროსი ქალების გარდერობი და ერთი სანატრელი სამოსიც შეკერა. როცა კასტინგზე შევიდა, გოგონები უკვე იდგნენ ერთ ხაზზე. დააგვიანა. მორიდებით დადგა კიდეში. მოდურმა მოსკოველმა ფოტოგრაფმა ალექსეი ვასილიევმა უშეცდომოდ ამოიცნო მომავალი ტოპ-მოდელი!

საბედისწერო შეხვედრის შემდეგ ნატალია ვოდიანოვას ცხოვრება 100 პროცენტით შეიცვალა. ალექსეი ვასილიევმა ნატაშა ნიჟნი ნოვგოროდიდან მოსკოვში წაიყვანა. უცხოური სამოდელო სააგენტოებთან მუშაობისთვის აუცილებელი იყო ინგლისურის ცოდნა.

«უფლება არ მქონდა სიღატაკიდან თავის დაღწევის შანსი ხელიდან გამეშვა», - ხსნის ვოდიანოვა თავის სტიმულს, როცა ინგლისურს სწავლობდა. საკმაოდ კარგად, თანაც 2 თვეში აითვისა ახალი ენა და მზად იყო პარიზის დასაპყრობად.

\


კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1064

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ