ნიღბები - გარდატეხის ასაკში... - 7 მაისში 2010 - fashion
მთავარი » ნიღბები - გარდატეხის ასაკში...
7:15 PM
ნიღბები - გარდატეხის ასაკში...
ნიღბები - გარდატეხის ასაკში...
ალბათ ძნელი მოსაძებნი იქნება ისეთი ადამიანი, გარდატეხის ასაკში სახეზე გაჩენილი გამონაყრისა და, კიდევ უფრო მეტად, საზიზღარი, შავი წერტილებისკენ არ გაქცევია ხელი. გგონია, რომ ერთი �ხელის მოსმით� მოიშორებ და გაქრება...

მერე კი, დროთა განმავლობაში ხვდები, რომ ასე ადვილადაც არ არის საქმე. შავ წერტილებს ებრძვიან: მათ წინააღმდეგ ეთერზეთებსაც იყენებენ, მაგრამ დღეს ხალხურ რეცეპტებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

მნიშვნელოვანია, იმის გათვალისწინება, რომ ეს ნიღბები კვირაში მხოლოდ ერთხელ უნდა გაიკეთოთ.

ბალახის ნიღაბი
2 ს.კ. აფთიაქის გვირილა,
1 ჩ.კ.ლიმონის წვენი,
1 ჩ.კ. ჭვავის ფქვილი.

გვირილის ყვავილებს იმ რაოდენობის მდუღარე წყალი დავასხათ, რომ ფაფასებური მასა მივიღოთ. დავამატოთ ჭვავის ფქვილი და ლიმონის წვენი, ყველაფერს კარგად მოვურიოთ და ცხელი სახით დავიდოთ სახის კანზე 20 წუთით, შემდეგ კი ჩამოვიბანოთ ნელ-თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.


პომიდვრის ნიღაბი
1 წითელი, მწიფე პომიდორი,
1 ს.კ. შვრიის ფქვილი,
1 კვერცხის გული.

პომიდვრის წვენს შევურიოთ შვრიის ფქვილი, დავამატოთ კვერცხის გული, მოვურიოთ და ერთგვაროვანი მასა დავიდოთ სახეზე. ნიღაბი გაშრობამდე გავიჩეროთ ( 25 -30 წთ.), შემდეგ კი ჩამოვიბანოთ ნელ-თბილი წყლით. პროცედურის შემდეგ წავისვათ დამატენიანელებელი ნელსაცხებელი.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 742

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ