ნიღბები ლამაზი თმისთვის - 19 მაისში 2010 - fashion
მთავარი » ნიღბები ლამაზი თმისთვის
8:44 PM
ნიღბები ლამაზი თმისთვის
ნიღბები ლამაზი თმისთვის
კვერცხისა და მარილის ნიღაბი

ნიღაბი გამოიყენება, როგორც პილინგისა და თმის გამაჯანსაღებელი საშუალება.
ფინჯანში ჩაყარეთ 5 ჩაის კოვზი მარილი, შეგიძლიათ ჩვეულებრივი ან ზღვის მარილი გამოიყენოთ. დაუმატეთ 2 კვერცხის გული და მხოლოდ სამი წვეთი ზეითუნის ზეთი.

ყოველივე ეს ერთმანეთში კარგად აურიეთ, მიიღებთ თიხისებურ მასას. ნიღაბი დაუბანელ თმაზე თანაბრად წაისვით, ამასთან თითების მსუბუქი წრიული მოძრაობით ფრთხილად შეიზილეთ თავის კანშიც ისე, რომ კანი არ გაიკაწროთ. თავი პოლიეთილენით შეიფუთეთ და 10 წუთის შემდეგ ნიღაბი ჯერ უბრალო წყლით, შემდეგ კი, ჩვეულებრივ, შამპუნითა და ბალზამით ჩამოიბანეთ.

ნიღაბი სუსტი თმისთვის

ეს მარტივი რეცეპტი სწრაფად მოქმედებს, თმა უფრო ძლიერი და მბზინავი ხდება.
2 კვერცხის გულს დაუმატეთ ალოეს ერთი დასრესილი ფოთოლი და 2 წვეთი A ვიტამინი (იყიდება აფთიაქებში). ეს ყოველივე კარგად აურიეთ და დაბანის წინ სველ თმაზე მთელ სიგრძეზე თანაბრად წაისვით, თმის ძირებში ნუ შეიზელთ. გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კი თმა ჩვეულებრივ დაიბანეთ.

კეფირის ნიღაბი ყველა ტიპის თმისთვის

ნახევარ ჭიქა ახალ კეფირს დაუმატეთ ერთი კვერცხის გული, კარგად აურიეთ და დაბანის წინ თმაზე წაისვით. შემდეგ კი შამპუნით ჩამოიბანეთ.
ნიღაბი თმას დამატებით მოცულობასა და სიჯანსაღეს მატებს. ნიღაბი შეგიძლიათ 2 დღეში ერთხელ გამოიყენოთ.

კატეგორია: ვარცხნილობა | ნანახია: 1557

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ