ნიღბები თმისთვის - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ნიღბები თმისთვის
7:10 PM
ნიღბები თმისთვის
ნიღბები თმისთვის

ჯანმრთელი და ლამაზი თმა სულაც არ არის ისეთი ძვირად ღირებული სიამოვნება, როგორც ზოგიერთს ჰგონია. თმის მოსავლელად ბალზამებისა და კონდინციონერების ნაცვლად შეგიძლიათ ბუნებრივ საშუალებებს მიმართოთ.




კარტოფილის ნიღაბი

თმის ცვენის შესაჩერებლად ეფექტიანია კარტოფილის ნიღაბი. აიღეთ ერთი ცალი დიდი ზომის კარტოფილი,, გახეხეთ, დაუმატეთ 2ს/კ ალოეს წვენი და 20გრ თაფლი. მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში. შემდეგ თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამოიცვით და პირსახოცი შემოიხვიეთ. ნიღაბი თმაზე ორი საათი გაიჩერეთ, მერე ჩამოიბანეთ და თავი ჩვეულებრივი შამპუნით დაიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში ერთხელ მანამ, ვიდრე სასურველ შედეგს არ მიაღწევთ.

კომბოსტოს ლოსიონი

თმის ძირებს ძალზე კარგად კვებავს ეგრეთ წოდებული კომბოსტოს ლოსიონი. მის მოსამზადებლად აიღეთ კომბოსტო და ოხრახუში თანამაბარი პროპორციებით. დაასხით 300გრ ადუღებული წყალი. მომზადებული ნაყენი 6 საათი გააჩერეთ და დაბანამდე 30 წუთით ადრე კარგად შეიზილეთ თმის ძირებში.

მბზინავი და დამჯერი თმა

ეს ნიღაბი თმებს მატებს ბზინვარებას, ხდის დამჯერს და საგრძნობლად ალამაზებს. ამისათვის დაგჭირდებათ 1 ჩ/კ კონიაკი, აბუსალათნის ზეთი და ლიმონი. კარგად აურიეთ და თმის ძირებში შეიზილეთ. ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი, შემოიხვიეთ პირსახოცი და 4 საათი გაიჩერეთ. შემდეგ ჩამოიბანეთ. ნიღაბი ეფექტურია თუ მას კვირაში ერთხელ გაიკეთებთ.

სამკურნალო ნიღაბი

1ს/კ კონიაკი, 1 კვერცხის გული, 1ჩ/კ ნატურალური თაფლი. კარგად აურიეთ და მიღებული მასა დაბანამდე 15 წუთით ადრე კარგად შეიზილეთ.

თმის სწრაფი ზრდისთვის

გათქვეფილ 1 კვერცხის გულს დაუმატეთ 1ს/კ ზეითუნის ზეთი, ათი წვეთი ვიტამინი A (ზეთოვანი ხსნარი) და 50გრ სპირტი ან არაყი. მიღებული მასა თმის ძირებში შეიზილეთ და ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი. გაიჩერეთ 1 საათი და ჩამოიბანეთ. ნიღაბი კვირაში ერთხელ კეთდება. ერთი თვის განმავლობაში.

აღმდგენი

კვირაში ერთხელ თმაზე დაიდეთ 150გრ იოგურტი და შემთბარი პირსახოცით შემოიხვიეთ. ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ.

ფაფუკი თმები

200გრ დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთლებს დაასხით 1 ლიტრა ადუღებული წყალი და დაბალ ცეცხლზე, თავდახურული 10 წუთი ადუღეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და 4-5 საათით თბილ ადგილას გააჩერეთ. გადაწურეთ და გადასავლებ წყალში ჩაუმატეთ ( 200მლ - 2 ლიტრზე), გადაივლეთ დაბანის შემდეგ.

გახუნებული და დამწვარი თმისთვის

კვერცხის გულს შეურიეთ 1ს/კ ზეითუნის ზეთი, მაიონეზი, თაფლი და კარგად აურიეთ.შეიზილეთ სუფთა, დაბანილ თავზე და პოლიეთილენის პარკი ჩამოიცვით. გაიჩერეთ ნახევარი საათი და ჩამოიბანეთ.

ცხიმიანი თმებისთვის

შეიზილეთ ლიმნის წვენი სუფთა თმის ძირებში და 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

თმის გასამაგრებლად

ერთ მუჭა კომშის ფოთოლს დაასხით !ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 45 წუთი გააჩერეთ. გადაწურეთ და თავზე გადაივლეთ.

კატეგორია: ვარცხნილობა | ნანახია: 2068

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ