ნიკო გომელაური გარდაიცვალა - 13 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ნიკო გომელაური გარდაიცვალა
6:07 PM
ნიკო გომელაური გარდაიცვალა
ნიკო გომელაური გარდაიცვალა
13 აპრილს გამთენიისას, 39 წლის ასაკში საკუთარ სახლში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მსახიობი და პოეტი ნიკო გომელაური გარდაიცვალა.

ნიკო გომელაურს მონაწილეობა უნდა მიეღო ფონდ "იავნანას” საქველმოქმედო საღამოში, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მონაწილეობა ვერ შეძლო.

ფონდმა მისი სახელით სამ მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა. ნიკო გომელაურს ეკუთვნის "იავნანას” ცნობილი სლოგანიც - "მე მინდა, მქონდეს თბილი სახლი”.

ნიკო გომელაური 1970 წლის 12 ივლისს დაიბადა.

პირველი როლი თეატრალური ინსტიტუტის სპექტაკლში "გუშინდელნი” ითამაშა.

ლექსების პირველი წიგნი 2001 წელს გამოსცა. სულ გამოცემული აქვს ხუთი პოეტური კრებული.

მიღებული აქვს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ბრესტისა და ტრაპზონის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის.

ნიკო გომელაურმა დაახლოებით ერთი თვის წინ ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში თქვა: "ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები. ნამდვილი გრძნობით ნათქვამი "მიყვარხარ" არასოდეს გაუფასურდება..."

ნიკო გომელაურს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

კატეგორია: ჟურნალები კატალოგები | ნანახია: 427

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ