ოჯახის პატარა წევრი – დიდი პრობლემები - 26 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » ოჯახის პატარა წევრი – დიდი პრობლემები
7:23 PM
ოჯახის პატარა წევრი – დიდი პრობლემები
ოჯახის პატარა წევრი – დიდი პრობლემები
პოზიტიური განწყობა

უფროსი შვილისათვის დედმამიშვილის დაბადება ნაკლებმტკივნეული, რომ იყოს, ამაზე ზრუნვა მშობლებმა ადრიანად უნდა დაიწყონ, სანამ ახალი წევრი შეემატებათ. საჭიროა, უფროს შვილს პატარას მიმართ პოზიტიური განწყობა შეუქმნათ. ხშირად გაანებივრეთ სიურპრიზებით, მოუმზადეთ კერძები, რომლებიც ყველაზე მეტად უყვარს, უყიდეთ სასურველი სათამაშოები. ხშირად გაიხსენეთ მისი ჩვილობის პერიოდი, უამბეთ, როგორ ზრუნავდით, როგორ უვლიდით, ეფერებოდით, დაათვალიერებინეთ იმდროინდელი ფოტოები.

უფროს შვილის აუხსენით, რომ პატარა ძამიკოს ან დაიკოს ისევე სჭირდება მისი ყურადღება და ალერსი, როგორც მშობლების მხრიდან ზრუნვა. დაარწმუნეთ, რომ უმცროსის მიმართ მზურველობა უნდა გამოიჩინოს და რომ თქვენ მისი დახმარების იმედი გაქვთ.

მინიმალური ცვლილებები

მეორე შვილის გაჩენის შემდეგ უფროსთან ურთიერთობაში რადიკალურად არაფერი შეცვალოთ. შეინარჩუნეთ ყველა ის აუცილებელი რიტუალი, რომელიც ბავშვს მანამდე ჰქონდა. აკონტროლეთ, რომ თქვენი ყურადღება მის მიმართ არ მოდუნდეს. მოკლედ, უფროსი შვილის ცხოვრებაში ცვლილებები მინიმალური უნდა იყოს.

არ დაივიწყოთ და ყოველთვის გამოხატეთ თქვენი მადლიერება, თუ უფროსი პატარას მოვლაში გეხმარებათ. ეცადეთ, მაქსიმალურად ჩართოთ იმ საქმიანობაში, რომელიც ჩვილს უკავშირდება. დაე, მიეჩვიოს პატარაზე ზრუნვას. არასოდეს დატუქსოთ უფროსი შვილი იმისათვის, თუ რაღაცას სწორად ვერ გააკეთებს. გახსოვდეთ, რომ ისიც პატარაა და ოჯახში ახალი წევრის შემოსვლა მისთვის საკმაოდ ემოციური მომენტია.

ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ უფროსი დაარწმუნოთ, პაწია მისი კონკურენტი არაა და ისიც ისევე გიყვართ, როგორც ახალშობილი, რომ ძამიკო თუ დაიკო მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანია.

ხშირად უფროს შვილებს ეშინიათ, რომ პატარას სახით მოზიარე გაუჩნდებათ და მიისაკუთრებს მის სათამაშოებს, ტანსაცმელს, პირად ნივთებს. ასეთ შემთხვევებში ყურადღებით იყავით და მის ნივთებს მხოლოდ მისივე თანხმობის შემდეგ შეეხეთ.

აუცილებლად აუხსენით, რომ ამიერიდან დედისა და მამის სიყვარული თანაბრად გაიყო და მათ ორივე შვილი ერთნაირად უყვართ. უბრალოდ, უმცროსი ჯერ ძალიან პაწიაა და უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს, მაგრამ ეს დროებითია.

აუხსენით, რა უპირატესობები აქვს პატარა დედმამიშვილისაგან განსხვავებით. მაგალითად, მას შეუძლია ჭამოს კანფეტები, ითამაშოს სათამაშოებით, უყუროს საყვარელ მულტფილმებს და სხვა. გაუმახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ ის უკვე დიდია და, პაწიასგან განსხვავებით, ამის გაკეთება თავისუფლად შეუძლია.

პატარა ეჭვიანი

ხანდახან, მშობლების დიდი მცდელობის მიუხედავად, უფროსს პატარას მიმართ მაინც უჩნდება ფარული აგრესია. ძალიან ცუდია, თუ სურვილი უჩნდება, უმცროსს რაიმე ავნოს. ცუდი ძილი, მადის გაუარესება, უხასიათობა, აგრესიის გამოვლენა, აღგზნებადობა – ეს ყველაფერი ეჭვიანობის მიზეზით შეიძლება მოხდეს. თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ უფროსის ასეთი მდგომარეობა არ მოწესრიგდა, აუცილებლად მიიყვანეთ კონსულტაციისათვის ფსიქოლოგთან.

კატეგორია: ყველაფერი დედებისთვის | ნანახია: 553

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ