ორსულობა და მავნე ჩვევები - 31 მარტში 2010 - fashion
მთავარი » ორსულობა და მავნე ჩვევები
4:45 PM
ორსულობა და მავნე ჩვევები
ორსულობა და მავნე ჩვევები
"გილოცავთ თქვენ ლამაზი და ჯამრთელი ბავშვი შეგეძინათ”, ამ სიტყვების მოსმენა ყველა მშობლის ოცნებაა. ჯამრთელი ბავშვი ოჯახის სიხარული, ბედნიერება და იმედია. ამიტომ ბავშვის ჯამრთელობისთვის ზრუნვა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს ხდება.

სპეციალურად ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მკვდარშობადობის, განვითარების, თანდაყოლილი მანკის, ახალშობილობის და მოგვიანებითი პერიოდის მთელი რიგი დაავადებების მიზეზებს შორის დიდი ადგილი უკავია მუცლადყოფნის დროს ნორმალური განვითარების მოშლას.

ნაყოფის ნორმალური განვითარების დარღვევის მიზეზი მრავალია. რიგ შემთხვევებში მას იწვევს მავნე გარემო ფაქტორების უშუალო ზემოქმედება.

მათთვის ვინც დედობას აპირებს უნდა ესმოდეს, რას შეუძლია მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფის განვითარებაზე და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება.

ნაყოფის ნირმალურ განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დედის არაჯანსაღი ცხოვრების წესზე. დედის მავნე ჩვევები განსაკუთრებული დრამატიზმით აისახება ნაყოფზე. ამ შემთხვევებში, ხშირად ვითარდება მუცლად ყოფნის პერიოდის ზრდა განვითარების შეფერხება. ამ შემთხვევაში იგულისხმება თმბაქოს მოწევა ნარკოტიკების და ალკოჰოლიანი სასმელების მიღება.

ალკოჰოლის მიღება იწვევს ბავშვის გონებრივი განვითარების შეფერხებას, როდესაც ფეხმძიმე ქალი სვავს - "ნაყოფიც სვავს”. ალკიჰოლი განსაკუთრებით საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე განვითარების პროცესში. ის შეუქცევადად აზიანებს ბავშვის ნერვულ სისტემას. ნეირონები სათანადოდ არ ყალიბდება, ზოგი უჯრედი კვდება, ზოგი კი სხვა ადგილას ვითარდება. იმის უმთავრესი მიზეზი, რომ გონებადაქვეითებული ბავშვები იბადებიან არის ალკოჰოლური სინდრომი. ისინი გონებრივად განუვითარებლები არიან, კარგად ვერ ლაპარაკობენ, ასაკის შესაბამისად არ ვითარდებიან, ნელა იზრდებიან და აღენიშნებათ სმენისა და მხედველობის დარღვევა. ბევრი ბავშვი სახის დეფექტებითაც იბადება, ალკოჰოლურ ნივთიერებათა ფართო სპექტრი აზიანებს ძირითადად ნაყოფის ძვალ-სახსროვან სისტემას და საბოლოო ჯამში გამოიხატება მკვდარშობადობით, ნაყოფის განვითარების შეფერხებით, ნაადრევი მშობიარობით.

გარდა ამისა, ბავშვებს, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში სვავენ. თუნდაც ზომიერად, შეიძლება დაქვეითებული უნარი ჰქონდეთ, აგრეთვე პრობლემები ქცევასა და სწავლაში. მაშასადამე გონივრულია, რომ ფეხმძიმე ქალებმა ან მათ, რომლებიც აპირებენ ბავშვის გაჩენას, საერთოდ არ მიიღონ არანაირი ალკოჰოლი

ნივთიერებებს შორის, რომლებიც ნაყოფის ნორმალურ ზრდა-განვითარებას აფერხებენ, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი თამბაქოს ბოლში შემავალ ტოქსინებს უკავიათ. შემჩნეულია რომ თამბაქოს მწეველ ქალებში ხშირია ნაადრევი მშობიარობა, ამიტომ ორსულმა თავი უნდა შეიკავოს სიგარეტის მოწევისგან.

ორსულობისას სიგარეტის მოწევა 20-30 პროცენტში იწვევს ნორმაზე ნაკლები წონის ბავშვების დაბადებას, 14 პროცენტში ნაადრევ მშობიარობას და დაახლოებით 10 პროცენტში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობას.

ორსული ქალის თამბაქოს წევასთანაა დაკავშირებული მათ შთამომავლობაში ავთვისებიანი სიმსივნეები (თავის ტვინის სიმსივნისა და ლეიკემიის) განვითარების გაზრდილი რისკი.

ორსულობის პერიოდში სიგარეტის მოწევა ზრდის საშვილოსნოს შიდა ზრდა-განვითარების შეფერხების რისკს. მწეველებში აგრეთვე მატულობს ფეტალური სიკვდილიანობის რისკი.

ძვირფასო მანდილოსნებო თუ ბავშვის გაჩენას აპირებთ გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული რჩევები, რათა თქვენც გახდეთ ჯადოსნური სიტყვების მომსმენნი ”გილოცავთ, თქვენ ჯანმრთელი და ლამაზი შვილი შეგეძინათ”.
კატეგორია: ყველაფერი დედებისთვის | ნანახია: 1003

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ