პაპარდელე გოგრითა და ოსპის რაგუთი (იტალიური სამზარეულო) - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » პაპარდელე გოგრითა და ოსპის რაგუთი (იტალიური სამზარეულო)
4:34 PM
პაპარდელე გოგრითა და ოსპის რაგუთი (იტალიური სამზარეულო)
პაპარდელე გოგრითა და ოსპის რაგუთი (იტალიური სამზარეულო)

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

400 გრ. პაპარდელე (ატრია), 250 გრ. გოგრის რბილობი, 200 გრ. ოსპი, 100 გრ. ღორის ძეხვი, 1 ცალი ხახვი, 300 გრ. ნაღების კარაქი, ბოსტნეულის ბულიონი, როზმარინი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ოსპი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 40 წუთი (არ უნდა ჩაგვეშალოს). როცა მზად იქნება გადავიტანოთ თუშფალანგზე.


ხახვი დავჭრათ და დავყაროთ ტაფაზე, მოვასხათ 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, კარაქი და მოვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ პატარა ნაჭრებად დაჭრილი ძეხვი და ყველაფერი ერთად შევწვათ მაღალ ცეცხლზე. როცა მზად იქნება დავამატოთ ოსპი, დავასხათ ბოსტნეულის ბულიონი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში და კიდევ რამდენიმე წუთი გავაჩეროთ ცეცხლზე.

გოგრის რბილობი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, შევწვათ კარაქში როზმარინთან ერთად, სანამ არ მიიღებს ოქროსფერს და არ გახდება ხრაშუნა.

პაპარდელე (ატრია) მოვხარშოთ მარილიან წყალში 1 კოვზ კარაქთან ერთად. როცა მზად იქნება წყალი გადავღვაროთ. მოხარშული პაპარდელე მოვათავსოთ ოსპთან ერთად, დავუმატოთ შემწვარი გოგრის რბილობი, მარილი, პილპილი, კარგად ავურიოთ ერთმანეთში და კერძიც მზად არის!

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 562

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ