პინკმა საჯაროდ შეურაცხყო ბიონსე - 10 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » პინკმა საჯაროდ შეურაცხყო ბიონსე
1:21 PM
პინკმა საჯაროდ შეურაცხყო ბიონსე
პინკმა საჯაროდ შეურაცხყო ბიონსე




მომღერალი პინკი ყოველთვის ცნობილი იყო თავისი ბუნტისთაობით. როგორც წესი, მას არ აღელვებს, რას იფიქრებენ სხვები, ამიტომაც მშვიდად გამოთქვამს თავის თამამ მოსაზრებებს სხვა ვარსკვლავების მისამართით.


ერთ-ერთ ბოლო სოლოკონცერტზე პინკმა თავისებურად "გადაჰკრა" მომღერალ ბიონსეს. მორიგი სიმღერის Stupid Girl-ის (სულელი გოგონა) შესრულების დროს პინკმა ღია ფერის პარიკი დაიმხო თავზე და მანერული ქვედატანი ჩაიცვა.

მერე კი, მოცეკვავეებთან ერთად ცეკვის შესრულების დროს, ხელით სწორედ ის სახასიათო მოძრაობები გააკეთა, რასაც ბიონსე აკეთებს თავის ცნობილ კლიპში Single ladies. თანაც, ამ დროს მღეროდა მისამღერს I don't wanna be a stupid girl ("არ მინდა, სულელი გოგონა ვიყო").

ბიონსე ჯერ არ გამოხმაურებია კოლეგის ამ გამოხტომას. ვნახოთ, იქნებ მანაც ამ მეთოდით, თავის კონცერტზე და თავისივე სიმღერით გასცეს პასუხი.

კატეგორია: ჟურნალები კატალოგები | ნანახია: 656

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ