პიცა - 6 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » პიცა
11:40 AM
პიცა
პიცა

პიცის ცომი

ერთმანეთს შეურიეთ 200 გრამი ფქვილი, 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, ნახევარი ჩაის ჭიქა თბილი რძე, 15 გრამი საფუარი და მარილი მოზილეთ, დადეთ ერთი საათი, მერე ისევ მოზილეთ და ცომი გააბრტყელეთ. მოათავსეთ ცხიმწასმულ ტაფაზე. ცომს ზემოდან წაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ გახეხილი 200 გრამი ყველი, ზემოდან დაადეთ კანგაცლილი დაჭრილი პამიდორი, შემდეგ დაჭრილი ძეხვის ფენა, ბოლოს მოაყარეთ მარილი, პილპილი, მოასხით ცოტა ზეთი და შედგით აირღუმელში 20–30 წუთი.


პიცის სატენი შეიძლება იყოს სხვადასხვა:

პიცა "კაპრიჩო" – ყველი, ზეთისხილი, შებოლილი ხორცი, მოხარშული კვერცხი, სოკო, მწვანილი.

პიცა "მარგარიტა" – პამიდორი, ყველი, მწვანილი.

პიცის ცომი (მეორენაირად) – ჭიქანახევარი ფქვილი, ერთი ჭიქა არაჟანი ან მაწონი, 2 კვერცხი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, მარილი მოზილეთ და გამოაცხვეთ ზემოთ მოცემული წესის მიხედვით.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 577

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ