პრასი ნიგვზით - 26 მარტში 2010 - fashion
მთავარი » პრასი ნიგვზით
7:24 PM
პრასი ნიგვზით
პრასი ნიგვზით
ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ გარჩეული, კარგად გარეცხილი პრასი და მოვხარშოთ, მერე გადავწუროთ, გავაცივოთ და ხელით კარგად გავწუროთ. დავნაყოთ წიწაკა, ნიგოზი, ნიორი, მარილი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, ქინძი. გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. დანაყილი მასალა გავხსნათ ძმარში (შეიძლება ცოტა წყალი დავუმატოთ, რომ ნიგვზის მასა სქელი არაჟნის სისქის იყოს) და შიგ სათითაოდ ამოვავლოთ პრასი, შემდეგ კი დავახვიოთ კონად და ჩიტის ბუდის ფორმა მივცეთ, დავაწყოთ თეფშზე, ბუდეში ჩავაწყოთ ბროწეულის მარცვლები და მოვასხათ გამოხდილი ზეთი.

მასალა:
პრასი – 1 კილოგრამი
ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა
ნიორი – 2–3 კბილი
ბროწეული – 1 ცალი
სუნლი, ყვითელი ყვავილი, ქინძი, წიწაკა, მარილი – გმოვნებით

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 391

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ