მთავარი » ფოლგაში გამომცხვარი ორაგული
1:45 PM
ფოლგაში გამომცხვარი ორაგული
ფოლგაში გამომცხვარი ორაგული

300 გრ. გაწმენდილი ორაგულის ფილე მოათავსეთ ფოლგაზე კანით ძირს, მოასხურეთ ლიმონის წვენი.

მოაყარეთ მარილი, 2 ცალი მოხარშული და დაკეპილი კვერცხი, 2 ს/კოვზი კამა, შემოულაგეთ ირგვლივ თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი და მოასხურეთ 3 ს/კოვზი გამდნარი ნაღების კარაქი.

ზემოდან დააწყვეთ კიდევ 300გრ ორაგულის ფილე კანით ზემოთ. ფოლგა მჭიდროდ შეკარით, დადევით ტაფაზე.

გამოაცხვეთ თევზი ქურაში 25-30წუთის განმავლობაში.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 867

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ