მთავარი » ფრჩხილების გამაგრება
8:20 PM
ფრჩხილების გამაგრება
ფრჩხილების გამაგრება
დასაწყისისათვის, უნდა დაივიწყოთ სახლის საქმეების კეთება დამცავი ხელთათმანების გარეშე. რა თქმა უნდა, შხაპის მიღებას ეს არ ეხება. თუ თქვენი ფრჩხილები რეცხვის დროს მოხვდნებნ მავნე ქიმიის ზემოქმედების ქვეშ, შეგიძლიათ ფრჩხილები ლიმონის წვენით გაიწმინდოთ.

გამოყავით დრო თქვენი ფრჩხილებისათვის და «აჩუქეთ" მათ სამკურნალო პროცედურები.

ხილის კომპრესები. ამისათვის სავსებით გამოდგება ლიმონის წვენი, შტოშის წვენი, შავი მოცხარის წვენი. დაასველეთ ბამბა წვენში და დაიდეთ ფრჩხილებზე 5 წუთით. ლიმონის წვენს გამათეთრებელი ეფექტიც აქვს.

სამკურნალო კოქტეილი: აურიეთ 100 გრამი წყალი, 8 გრამი შაბი და 50 გრამი გლიცერინი. შეიზილეთ მიღებული ნარევი ფრჩხილებში 5 წუთის განმავლობაში.

ძველი, ნაცადი ხერხი: 1 ჩაის კოვზი მარილი გაადნეთ 100 მლ ცხელ წყალში. ჩაყავით მასში თითების ბოლოები 20 წუთით. პროცედურა უნდა გაიმეოროთ ორი კვირის განმავლობაში. ზოგიერთი ქალი მარილის მაგივრად სოდას იყენებს, ეს კატეგორიულად არ შეიძლება ფრჩხილებისათვის!

ყოველკვირეული მოვლა. კვირაში ერთხელ გაიკეთეთ აბაზანები თბილი მცენარეული(უკეთესია სიმინდის) ზეთით. დაუმატეთ მას სამი წვეთი იოდი, ეფექტი უკეთესი იქნება.

გარდა მსგავსი რეცეპტებისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაყიდი ზეთები, კრემები და სხვა საშუალებები ფრჩხილების გასამაგრებლად. დღეს ამის უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ მტვრევადი ფრჩხილების პრობლემას მხოლოდ ამით ვერ გადაწყვეტთ, თუ არ იმკურნალებთ შიგნიდან. ყველა გარეგანი საშუალება ფრჩხილებს დროებით გაამაგრებს, როგორც კი შეწყვეტთ მათ გამოყენებას, თქვენი ფრჩხილები ისევ "ცუდად გახდებიან".
მკვებავი ნივთიერებების უკმარისობის ლიკვიდაცია

კალცი. ცნობილია, რომ ფრჩხილებს სიმაგრეს ანიჭებს კალცი. გაიარეთ კალცის მიღების კურსი. მისი შეძენა აფთიაქებში შეგიძლიათ. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ კალცის შეთვისება ხდება მხოლოდ ვიტამინ D-სთან ერთად. ნაყიდ კალცთან ერთად მიიღეთ ბუნებრივი კალციც: აიღეთ კვერცხის ნაჭუჭი, გამოაშრეთ და დაფქვით იგი ყავის საფქვავში. შემდეგ მოათავსეთ გაცხელებულ აირღუმელში 10 წუთით. მიღებული ფხვნილი უნდა მიიღოთ ყოველდღე თითო ჩაის კოვზი ორი კვირის განმავლობაში. ამას გარდა, არ დაგავიწყდეთ რაციონის გამდიდრება კალცის სხვა წყაროებიდან. მიირთვით მეტი ხაჭო, ნუში, ლეღვი, თხილი და კაკალი.

ვიტამინები: ვიტამინების კომპლექსიც აუცილებელია ფრჩხილებისათვის. ამიტომ, შეიძინეთ ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი, რომლებიც შეიცავს ვიტამინ ა-ს, ვიტამინ ბ-ს, კალცს, კალიუმს, რკინას, გოგირდს, იოდს.

სწორი მანიკური
ფრჩხილისათვის ფორმის მისაღებად გამოიყენეთ მხოლოდ ქლიბი. მაკრატელი ფრჩხილზე წარმოქმნის მიკრობზარებს.
ნუნების მოჭრა ბოლომდე არ შეიძლება. დაარბილეთ იგი ზეთით და მისწიეთ იგი ბუდისაკენ.
სანამ ფერად ლაქს წაისმევთ, დაიტანეთ ფრჩხილზე ვიტამინიზირებული საფუძველი. იგი დაიცავს ფრჩხილს ლაქის მავნე ზემოქმედებისაგან.

კატეგორია: მანიკური | ნანახია: 2138

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ