ყველის დესერტი - 8 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » ყველის დესერტი
11:48 AM
ყველის დესერტი
ყველის დესერტი
მცირე ექსპერიმენტი

მომზადების დრო 20 წუთი

შემადგენლობა

• 300 გ. როკფორის სახეობის ყველი

• 500 გ. თხილი ( მიწისთხილი ან ჩვეულებრივი) და ჩირი ( ლეღვის და გარგარის)

• 3 ს/კ თაფლი

• 1ს/კ ლიმონის წვენი

ჩირი გარეცხეთ თბილ წყალში და დაჭერით კუბიკებად, თხილიც დაჭერით წვრილად.

თაფლი გაათბეთ მცირე ზომის ქვაბში დაბალ ცეცხლზე. ქაფის გაჩენის შემდეგ დაამატეთ ჩირი და თხილი, გააჩერეთ ცეცხლზე 5 წუთი და ურიეთ, დაამატეთ ლიმონის წვენი, კიდევ ერთხელ მოურიეთ და გადმოდგით ცეცხლიდან, გააგრილეთ.

ყველი დაჭერით და დააწყვეთ კოვზებზე, მორთეთ მომზადებული ჩირით.

ლეღვის და გარგარის ჩირთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ მანგოს ან ანანასის ჩირიც.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 369

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ