მთავარი » რა ელით ბავშვებს ვეფხვის წელიწადში?
10:28 AM
რა ელით ბავშვებს ვეფხვის წელიწადში?
რა ელით ბავშვებს ვეფხვის წელიწადში?
– 2010 წელი ბავშვებისთვის არასტაბილური წელიწადია. ხასიათის მოულოდნელი ცვლილებებია მოსალოდნელი, ვირუსული დაავადებების მაღალი ალბათობაა, რაც მთლიანობაში ამ წელიწადს დაძაბულ ელფერს აძლევს. 2010 წელს პატარები და მოზარდები შეიძლება ემოციური ცვალებადობის ხანაში აღმოჩნდნენ, რაც დაბნეულობაში შეიძლება გადაიზარდოს. მშობლებს ამ დროს მოთმინება და თავდაჭერა ესაჭიროებათ.

1 წლამდე ბავშვებს შეიძლება შეექმნათ პრობლემები ნევროლოგიასთან, მიაქციეთ ყურადღება მცირეოდენ სიმპტომსაც კი. მიაკითხეთ ექიმს, გახსოვდეთ, რომ ბავშვები უმწეონი არიან ინფექციების მიმართ.

2 წლის ბავშვებს მეტი ურთიერთობა ესაჭიროებათ უფროსებთან, თუმცა მათი დაცვა ვირუსებისგან ასევე აუცილებელია.

3–4 წლის ბავშვების აღზრდაში დაგეხმარებათ სპორტულ წრეებთან, ცეკვებთან ურთიერთობა, უცხო ენების შესწავლა.

5–6 წლის ბავშვებს ნუ გადატვირთავთ სწავლით. ისინი მეტად შეაჩვიეთ ხელსაქმეს.

7–8 წლის ბავშვებს ესაჭიროებათ ურთიერთობა ხელოვნებასთან, მუსიკასთან. ერიდეთ მათ გაციებას, რომელიც შეიძლება ქრონიკულ ფორმაში ადვილად გადავიდეს.

8–დან 9 წლამდე ბავშვებს ესაჭიროებათ სიფრთხილე ელექტრობის მიმართ, დიდხანს ნუ ისხდებიან კომპიუტერთან, რაც ნეგატიურ დაღს დაასვამს მათ სწავლას და ჯანმრთელობას.

10–12 წლის ბავშვებს ელოდებათ წარმატება სწავლაში, სწრაფი სოციალური ადაპტაცია. ისინი აქტიური და მიზანდასახული არიან, მოიფიქრეთ, რომელი საქმე შეგიძლიათ მათ ანდოთ.

13–14 წლის მოზარდები წელს მეტად იქნებიან ნერვიულები და მოუსვენრები, გაუჭირდებათ ყურადღების კონცენტრაცია. არის ალბათობა ქრონიკული დაავადების წარმოქმნის, ან გამწვავების. მათ სიფრთხილე მართებთ ელექტრომოწყობილობებთან ურთიერთობისას.

15 წლის მოზარდებს ყველაზე დიდი სამუშაოს ჩატარება მართებთ, მათ შეიძლება რაიმე პროფესიაც აითვისონ.


16–დან 18 წლამდე მოზარდებს კი, როგორც ყოველთვის, ესაჭიროებათ განსაკუთრებული ყურადღება.

888

ვერძი: ვერძი შვილისთვის წელიწადი ორ ნაწილად გაიყოფა. წლის პირველი ნახევარი მშვიდად ჩაივლის. ხელი შეუწყვეთ დამოუკიდებლობის გამოვლენაში. იწყება შფოთიანი განუსაზღვრელი პერიოდი, რომელიც გაგრძელდება დაახლოებით 8 წელიწადი. ამ პერიოდიდან ვერძები ბევრ საკითხში აჯობებენ თანატოლებს და კონკურენციას გაუწევენ უფროსებსაც კი.

კურო: თქვენს ბავშვს ყველაფერი კარგად აეწყობა. მიაქციეთ ყურადღება მის კვებას. დასჭირდებათ მეტი ენერგია, განსაკუთრებით, წლის პირველ ნახევარში, როდესაც ისინი ძალიან აქტიურები იქნებიან. ეს გაზრდის მათ ავტორიტეტს თანატოლებში. წლის მეორე ნახევარი უფრო ემოციურია. იქნება თანატოლების შეყვარება და ამასთან დაკავშირებული ემოციური განცდები.

ტყუბები: თქვენს ბავშვებს განსაკუთრებული სირთულეები არ ელოდებათ. თუმცა მიაქციეთ ყურადღება 21 მაისის – 1 ივნისის პერიოდში დაბადებულ ბავშვებს. მათ მეტი სირთულეები ელით, მათ უფრო ადრე უნდათ გაზრდა და ახლავე პოვნა საკუთარი ცხოვრებისეული გზისა და მიზნისა. ტყუპებს ესაჭიროებათ სწრაფი რეალიზაცია.

კირჩხიბი: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თქვენი ბავშვები ერთ ადგილს ტკეპნიან და ვერ აღწევენ წარმატებას. ძვირფასო მშობლებო, ეს მხოლოდ ილუზიაა. კირჩხიბი ახლა ამყარებს ძველ წარმატებებს, რაც განაპირობებს მის წინსვლას. ამიტომ ახლა ისინი უფრო გაღიზიანებულები და ჩაკეტილები შეიძლება ჩანდნენ, ვიდრე სხვა დროს. ეცადეთ, გამოიყვანოთ ისინი ამ ჩაკეტილობიდან, რათა მათ შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა სხვათა წინაშეც.

ლომი: ლომებისთვის იწყება პერიოდი, რომელიც მათგან ყოველდღიურ შრომას, სწავლას, მოთმინებას ითხოვს, რაც მათ ძალიან არ უყვართ.

ქალწული: ეს წელიწადი უფრო სასიკეთოა, ვიდრე წინა წელიწადი, თუმცა ნუ განვეწყობით ისე, რომ ყველაფერი უპრობლემოდ წარიმართება. ყველაზე რთული იქნება დამოუკიდებლად რაიმეს მიღწევა. ამაში დაეხმარებათ თქვენი მოთმინება და შრომისუნარიანობა.

სასწორი: თქვენმა ბავშვმა რამდენიმე საქმის ერთდროულად შესრულება უნდა ისწავლოს და რამდენიმე მიმართულებიდან ერთი უმთავრესის ამორჩევა. ამაში მშობლები უნდა დაეხმარონ მათ. გახსოვდეთ, რომ მათგან დიპლომატები გაიზრდებიან.

მორიელი: პატარებს და მოზრდილებს წელს დასჭირდებათ პრაქტიკული რაიმე საქმის ხელობის ათვისება, რაც ხელს შეუწყობს მათი შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენას. თუ ამას დაემატება მუსიკალური ინსტრუმენტების ათვისება და უცხო ენის შესწავლა, მაშინ თქვენი შვილებისთვის წელიწადი მეტად ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

მშვილდოსანი: წელს მშვილდოსან ბავშვებს მოუხდებათ დამტკიცება იმისა, რომ მათ ყველაზე კარგად ეხერხებათ ორიენტაცია თანამედროვე სფეროში. შესაძლებელია, უფროსები ყოველთვის არ იყვნენ სამართლიანი მათ მიმართ, რის გამოც მათ შეიძლება საკუთარი უფლებების დაცვა მოუხდეთ. პატარებს შეიძლება დასჭირდეთ სოციალური და იურიდიული დაცვა მშობლების და პროფესიონალებისა. ნუ დატოვებთ მოზარდებს პირისპირ მათ პრობლემებთან.

თხის რქა: ბევრი რამ ექნებათ სასწავლი წელს – ჯგუფთან ერთად მუშაობა, მიზნის სწორად დასახვა, მიღებული ინფორმაციის სისტემატიზება, ჩვევების გამომუშავება. მშობლების ამოცანას კი წარმოადგენს ბავშვებისადმი ყურადღების გამოვლენა. თქვენ მათ უნდა ასწავლოთ ორიენტირება ამ სამყაროში და ნებისმიერ სიტუაციაში გამოსავლის პოვნა. ამ შემთხვევაში მათი ხასიათის საუკეთესო დამხმარეები არიან ამბიციები და შინაგანი მდგრადობა.

მერწყული: უმთავრესია წელს მეგობრობის პრინციპების ჩამოყალიბება, ჯგუფთან ერთად მუშაობის სწავლა. საერთო ამოცანის შესრულებისადმი პასუხისმგებლობის გამომუშავება, მერწყულ ბავშვს ეძლევა საშუალება გააფართოვოს გავლენა თანატოლზე. მშობლების ამოცანაა აუხსნან მათ, რომ ეს შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით – გონებით, ნიჭით, ახალი იდეების განხორციელებით, ინფორმაციის შეგროვებით, ზოგჯერ კი მუშტებითაც.

თევზები: მათ უნდა დაიჭირონ წელს საკუთარი იღბალი. წელს უნდა გამოავლინოთ თქვენი მრავალფეროვანი შესაძლებლობები და შესაბამისი დაინტერესებათა სფერო. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მათი ცხოვრება, სწავლა, მათ შორის უცხო ენების, ხელოვნების რაიმე დარგისა, ხელსაქმის და ა.შ. მით უფრო წარმატებულად წარიმართება მათი ცხოვრება. მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება იმას, რომ წარმატებებმა თავბრუ არ დაახვიონ მათ, რათა ისინი არ გაზარმაცდნენ, არ დაკარგონ მუშაობის რითმი. ეს წელიწადი ყოველმხრივ უწყობს ხელს თქვენს წარმატებას.



კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 864

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ