მთავარი » რამოდენიმე რეცეპტი
2:45 PM
რამოდენიმე რეცეპტი
რამოდენიმე რეცეპტი
სალათა ,,საამო''
საჭირო ინგრედიენტები: 300 გრამი ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი, 200 გრამი მაკარონი ,,ლოკოკინა'', 1 კონა მწვანე სალათა, 4 ცალი საშუალო ზომის მაგარი პომიდორი, 100 გრამი მწვანე ხახვი, 1 ცალი კიტრი, 2 ცალი ბულგარული წიწაკა, 100 გრამი მაიონეზი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადების წესი: ყვავილოვანი კომბოსტო ან ბროკოლი გათუთქეთ მდუღარე წყალში. ( არ ჩაგეხარშოთ)
გააცივეთ და დაშალეთ. მოათავსეტ ღრმა ჯამში. მოაყარეთ ზემოდან მრგვლად დაჭრილი მწვანე ხახვი.
მოზარშული მაკარონი , გარრცსეთ პომიდორი და ბულგარული წიწაკა და დაჭერით ჩხირებად. კიტრი დაჭერიტ თხელ რგოლებად. ყველაფერი ჩაყარეთ ჯამში და დაამატეთ სოუსი.
სოუსის მომზადების წესი: მაიონეზში შეურიეთ ლიმნის წვენი ცოტა მარილი და დანის წვენით დარიჩინი.
სალათის ფოთლები გარეცხეთ, შეაშრეთ დააფინეთ განიერ ლანგარზე და მომზადებული სალათა ამ ფოთლებზე მოათავსეთ.

[

კოქტეილი ,,ჰაეროვანი''

საჭირო ინგრედიენტებია: 2 სადილის კობზი გახეხილი შინდი, 150 გრამი ნაყინი, 20-20 მილილიტრი პიტნის ლიქიორი, ჟოლოს ან მარწყვის ჟემი.

მომზადების წესი: ორ მაღალ კოქტეილის ჭიქაში ჩაასხით ლიქიორი და კოვზით ფრთხილად ჩადეთ გახეხილი შინდი, შეავსეთ ნაყინით და მოასხით ჟემი.




ბლინები

საჭირო ინგრედიენტები: 2 კვერცხი, 2 სადილის კოვზი შაქარი, 1 სადილის კოვზი რძე, 200 გრამი მაწონი, 100 გრამი არაჟანი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, მარწყვის მურაბა მთელ-მთელი მარწყვებით, ფქვილი, ვანილი და ზეთი

მომზადების წესი: ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი, ისე რომ აფუვდეს. ნელ-ნელა შევურიოთ რძე, მაწონში გახსნილი სოდა, არაჟანი და ისევ ავთქვიფოთ. დავუმატოთ ვანილი და იმდენი ფქვილი რომ მივიღოთ არაჟნისებური მასა. ძალიან ცხელ ტაფაზე, ბევრ ზეთში სადილის კოვზით დაასხით ცომი და კოვზითვე ოდნავ მოამრგვალეთ. შეწვით ორივე მხრიდან. ოდნავ რომ შეგრილდება მოასხით მარწყვის მურაბა და მორთეთ მარწყვებით.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 2532

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ