რას გვპირდება ვეფხვის წელი - 6 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » რას გვპირდება ვეფხვის წელი
11:01 AM
რას გვპირდება ვეფხვის წელი
რას გვპირდება ვეფხვის წელი
2010 წლის პორტრეტი

გემო: მჟავე;

სეზონი: ზამთარი/გაზაფხული;

ფერი: ნარინჯისფერი, ოქროსფერი;

მცენარე: ბამბუკი;

ყვავილები:
ჰელიოტროპი;

ამინდი: ქარიანი;

საკვები: პური, შინაური ფრინველის ხორცი.

ვეფხვი – აღმოსავლური ჰოროსკოპის ერთ–ერთი ძლიერი ნიშანია. ჩინეთში სწორედ ის (და არა ლომი) მხეცთა მეფედ ითვლება. ვეფხვი დიდი ენერგიის სიმბოლოა. ვეფხვის წელში წარმატების ყველაზე მთავარი პირობაა თქვენი აზრებისა და სურვილების ექსპრესიულად გამოხატვა ისწავლოთ. წარმატება ეწვევა მას, ვინც დამაჯერებლად დაამტკიცებს, თუ რატომ ესაჭიროება ის, რისი მიღებაც სურს.

ლითონის სტიქია, რომლითაც შეფერილია 2010 წლის ვეფხვი, მატერიალურ კეთილდღეობასთანაა დაკავშირებული. ამიტომ ამ წელს რესურსებისა და ფულისთვის შეიძლება ნამდვილი ომი გაჩაღდეს. ვინაიდან ვეფხვი მტაცებელი ცხოველია, თითოეულმა ადამიანმა საკუთრების დაცვა უნდა ისწავლოს.

ვეფხვი მიესალმება აგრესიული სტილის დიზაინს სახლსა და აგარაკის ნაკვეთზე, რაც სხვადასხვა სტიქიის შეთავსებას გულისხმობს.

თაგვის წელში დაბადებულებს ვეფხვის წელში შესაძლებლობა ეძლევათ, ახალი ნაცნობები შეიძინონ. პირად ცხოვრებაში ყველა ცვლილება სწორედ მეგობრებთან იქნება დაკავშირებული. მათთვის წლის იღბლიანი თვეებია: იანვარი, ივნისი, ოქტომბერი.

ხარი და ვეფხვი ჩინური ჰოროსკოპით კონკურენტები არიან. ამიტომ ვეფხვის წელში ხარის ნიშნის წლის წარმომადგენლებს სხვადასხვა შეზღუდვებთან შერიგება და დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ. მათთვის წლის წარმატებული თვეებია: მარტი, ივლისი, ნოემბერი.

თავის სახელობის წელში ვეფხვის წელში დაბადებულები გაიფურჩქნებიან, ენერგიით აღსავსენი უამრავ სამომავლო გეგმას დასახავენ. წლის იღბლიანი თვეებია: აპრილი, აგვისტო, დეკემბერი.

კატა მუდამ ცდილობს ვეფხვს მიბაძოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამიტომ კატის ნიშნის წლის წარმომადგენლები 2010 წელში
სასურველია, დამშვიდდნენ და თავიანთი გეგმები რეალობას ზუსტად შეუთავსონ. მათთვის წლის წარმატებული თვეებია: იანვარი, მაისი, სექტემბერი.

დრაკონის წელში დაბადებულებს ვეფხვის წელში შანსი ეძლევათ, პირადი ცხოვრება წარმატებით მოაწყონ, ოჯახი შექმნან და შვილები გააჩინონ. მათთვის წლის იღბლიანი თვეებია: იანვარი, ივნისი, ოქტომბერი.

გველის წელში დაბადებულებს 2010 წელს კარიერაში წარმატება ელით. წლის იღბლიანი თვეებია: მარტი, ივლისი, ნოემბერი.

ცხენი ვეფხვის მონათესავე ნიშანია, ამიტომ ვეფხვის წელში ცხენის ნიშნის წლის წარმომადგენლებს მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, ვიდრე ჩვეულებრივ. მთავარი შანსი დაკავშირებულია მოგზაურობებთან, ახალი ნაცნობების შეძენასთან, ცხოვრებისეული ჰორიზონტების გაფართოებასთან. მათთვის წლის წარმატებული თვეებია: აპრილი, აგვისტო, დეკემბერი.

"ვეფხვი თხას შეჭამს" – ჩინური ასტროლოგიის ეს კანონი ნიშნავს, რომ 2010 წელში თხის წლის წარმომადგენლებს მოთმინებისა და სიმტკიცის გამოვლენა მართებთ. ამავდროულად საკუთარი პრინციპებიც უნდა დაიცვან. მათთვის წლის იღბლიანი თვეებია: იანვარი, მაისი, სექტემბერი.

ყველაზე საუკეთესო, რაც შეიძლება მაიმუნის წელში დაბადებულებმა 2010 წელს გააკეთონ, ეს არის დაქორწინდნენ და გათხოვდნენ. ოჯახურ ურთიერთობებზე მნიშვნელოვანი არაფერია. მათთვის წლის წარმატებული თვეებია: იანვარი, ივნისი, ოქტომბერი.

მამლის წელში დაბადებულები ვეფხვის წელში წარმატებას მხოლოდ სერიოზული შრომისა და შეუპოვარი ძალისხმევის შედეგად აღწევენ. მათთვის წლის წარმატებული თვეებია: მარტი, ივლისი, ნოემბერი.

ძაღლი და ვეფხვი აღმოსავლური ჰოროსკოპის ერთ გუნდში არიან. ამიტომ ძაღლის ნიშნის წელში დაბადებულებს ცხოვრების ყველა სფეროში წარმატების შანსი ეძლევათ. მთელი წლის განმავლობაში თავიანთ შემოქმედებით პოტენციალს აქტიურად გამოიყენებენ, მუდამ ახალსა და საინტერესოს გამოიგონებენ. მათთვის წლის წარმატებული თვეებია: აპრილი, აგვისტო, დეკემბერი.

2010 წელს ღორის ნიშნის წელს დაბადებულთა მთელი გულისყური ოჯახური საკითხების გადაწყვეტისკენ იქნება მიპყრობილი. ყველაზე მტკივნეული საკითხია შვილებისა და მშობლების ურთიერთობა, რომლის გაუმჯობესებას მთელი წელი შეეცდებიან. მათთვის წლის იღბლიანი თვეებია: იანვარი, მაისი, სექტემბერი.

კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 1025

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ