მთავარი » რატომ მელოტდებიან ქალები
7:15 PM
რატომ მელოტდებიან ქალები
რატომ მელოტდებიან ქალები

დადგენილია, რომ მამაკაცები 8-ჯერ უფრო ხშირად მელოტდებიან, ვიდრე ქალები. მედიკოსები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ალოპეციას (გამელოტება) გენეტიკური ფესვები აქვს. ამაში დამნაშავეა მამაკაცის ჰორმონები, რომლებიც გაძლიერებული გამომუშავებისას თმის ბოლქვში გროვდება. ისინი ფოლიკულს იქამდე უჭერენ და კუმშავენ, სანამ თმა ზრდას არ შეწყვეტს და არ მოკვდება.




თმის ზრდა და ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია ცხიმის ჯირკვლების სადინარების მდგომარეობასთან. ქალისთვის ნებისმიერი რთული პერიოდი: გარდამავალი ასაკი, ორსულობა, მშობიარობა, კლიმაქსი, მოკლე ყველაფერი, რაც ჰორმონულ ჩქაფუნს იწვევს, თმაზე პირდაპირ აისახება. ასევე თმის ცვენის ერთი სერიოზული მიზეზია მშობიარობის შემდგომი სინდრომი. სხვათა შორის, თმის უეცარ ცვენაში დამნაშავეა თუ არა სტრესი, ამაზე პროცესის ხასიათი მეტყელებს: თუ თმა შეკვრად ცვივა (კეროვანი გამელოტება), დამნაშავეა ნერვები. თუ თმა მთელ თავზე თხელდება, მიზეზი სხვაა. თმის ზრდის აღსადგენად საკმარისია ჰორმონალური ფონის ნორმალიზაცია.

პროცესის თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ. მიმართეთ ექიმ ტრიქოლოგს, რომელიც თმის ცვენის მიზეზს განსაზღვრავს და მკურნალობას დაგინიშნავთ. არაჰორმონალური პრეპარატებით მკურნალობის კურსი, მასაჟი და სპეციალური თერაპია თმის საფარის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

თმას საოცარი თვისება აქვს. ორგანიზმში არსებულ რაიმე უთანხმოებაზე სიგნალებს აგზავნის. კუჭის პრობლემა, სტრესები, "ქალური" დაავადებები, ინფექციები - ყველაფერი ეს შეიძლება თმის ჯანმრთელობაზე აისახოს. ამ შემთხვევაში ექიმის დახმარება აუცილებელია. თმა ცვივა, მაგრამ მკურნალობა მთელ ორგანიზმს ესაჭიროება.

გთავაზობთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ხალხური მედიცინის ორ საშუალებას.

1 - კალენდულას მზა ნაყენში ბამბის ტამპონი დაასველეთ და თმის ძირებში შეიზილეთ. თუ თმა ცხიმიანია, ეს პროცედურა შეგიძლიათ თავის დაბანის შემდეგ გაიკეთოთ და არ ჩამოიბანოთ.

2- აიღეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი და ამდენივე ალოე. დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ნივრის წვენი, ერთი კვერცხის გული და მიღებული მასა თავის კანზე დაიდეთ. დაიხურეთ პოლიეთილენის ქუდი. ოცი წუთის შემდეგ შამპუნით დაიბანეთ. ბოლოს თმაზე ჭინჭრის ნახარში გადაივლეთ.ასეთი კომპრესი კვირაში 2-3-ჯერ ერთი თვის განმავლობაში გაიკეთეთ.

კატეგორია: ვარცხნილობა | ნანახია: 1702

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ