როგორ დავიდოთ კოსმეტიკური საშუალება სახეზე - 8 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » როგორ დავიდოთ კოსმეტიკური საშუალება სახეზე
2:24 PM
როგორ დავიდოთ კოსმეტიკური საშუალება სახეზე
როგორ დავიდოთ კოსმეტიკური საშუალება სახეზე
ფიქრობთ, მხოლოდ მაღალი ხარისხის კოსმეტიკის გამოყენება საკმარისია სასურველი შედეგისათვის?..
როგორი კარგი, ძვირფასი და ბუნებრივი სახის მოვლის საშუალებაც არ უნდა ვიხმაროთ, მაინც აუცილებელია ერთი საიდუმლოს ცოდნა, რომელიც ბევრს უყურადღებოდ გვრჩება ხოლმე...


სახეზე ნებისმიერი პროცედურის ჩატარებისას, აუცილებელია ნაზი მასაჟის გაკეთებაც, რომელიც აღადგენს სისხლის მიმოქცევას და ყოველდღიურად გააჯანსაღებს თქვენს კანს. თუმცა, ცოტამ თუ იცის კონკრეტულ ნაქვთებზე ხელის როგორი მოძრაობით და რა მიმართულებით უნდა წაისვას კრემი, ლოსიონი, „სკრაბი" ან დაიდოს ნიღაბი...


ყველაფერი ძალიან მარტივია, მთავარი სწორი ინფორმაციის ქონაა:



შეიზილეთ კოსმეტიკური საშუალებები სამი თითის ნაზი მოძრაობით და შემდეგი მიმართულებები:


• შუბლის შუიდან საფეთქლებისკენ;
• ტუჩების კუთხეებიდან ყურებისკენ;
• ქუთუთების შიდა კუთხიდან თვალების გარე კუთხისკენ;
• თვალების გარე კუთხიდან უპეების შიდა კუთხისკენ;
• ყელის წინა ნაწილზე - ქვემოდან ზემოთ;
• ყელის გვერდითა ნაწილებზე - ზემოდან ქვემოთ;

კატეგორია: მაკიაჟი | ნანახია: 1050

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ