როგორ გავაკეთოთ სუში - 30 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » როგორ გავაკეთოთ სუში
1:01 PM
როგორ გავაკეთოთ სუში
როგორ გავაკეთოთ სუში


   როგორ გავაკეთოთ სუში


სანამ სუშის კეთებას დავიწყებთ სამზარეულოში უნდა ვიქონიოთ შემდეგი ინსტრუმენტები:

1. Handai-ჰანდაი (დიდი ხის ქვაბი ბრინჯის ჩასაყრელად)



2. Shamoji-შამოჯი (ხის კოვზი ბრინჯის მოსარევად)



3.Uchiwa-უჩივა (ქაღალდის მარაო ბრინჯის ზედმეტი ნივთიერებებისგან გასაწმენდად)



4. Makisu-მაკისუ (ბამბუკის დასახვევი საფენი)



5. ძალიან მჭრელი სამზარეულოს დანები (ინგრედიენტების დასაჭრელად)


null

თავი პირველი-დავამზადოთ სუშის ბრინჯი



ინგრედიენტები:

მოუხარშავი ბრინჯი 3000 გრ.

წყალი 3000 მლ.

ბრინჯის ძმარი 360 მლ.

შაქარი 160 გრ.

მარილი 100 გრ.

1. გავრეცხოთ ბრინჯი,მაგრამ არა ისე მძლავრად რომ მარცვლები დაიშალოს.არ გარეცხოთ ბრინჯი ცხელ წყალში და არ გამოიყენოთ საპონი!გავავლოთ წყალში სამჯერ.

2. 30 წუთით ადრე მოხარშვამდე დაიწყეთ ბრინჯის წურვა.

3.მოხარშეთ ბრინჯი.სანამ ის მოიხარშება მოვაგროვოთ შაქარი,მარიკლი და ძმარი ერთ თასში.

4. მოხარშვის შემდეგ 15 წუთი ბრინჯს ხელი არ ვახლოთ!

5. ბრინჯი ჰანდაიში (ხის ქვაბი) მოვათავსოთ და არეული ძმარი ფრთხილად დავასხათ.გამოიყენეთ შამოჯი (ხის კოვზი) რო აურიოთ მასა.ფრთხილად იყავით არ გასრისოთ ბრინჯი.ამის შემდეგ უჩივათი ( ქაღალდის მარაო) გავწმინდოთ ბრინჯი.

6. შარი (ჩვენს მიერ გაკეთებული ძმრიანი ბრინჯი) კონტეინერში მოათავსეთ და შეინახეთ.

თავი მეორე: ბრინჯი მზადაა ახლა გავაკეთოთ მაკი-სუში

1. დავაფინოთ მაკისუ (ბამბუკის დასაფენი)



2. მასზე დავდოთ ნორის მცირე ნაჭერი



3. დავდოთ მასზე ჩვენს მიერ გაკეთებული ბრინჯი



4. გავაბრტყელოთ ბრინჯი



5. ნორის თავსა და ბოლოში ცოტა ადგილი გავანთავისუფლოთ ბრინჯისაგან.



6. დავადოთ ნეტას სწორი ნაჭერი.



7. ნელ-ნელა დავახვიოთ მაკისუ.




8. დავრწმუნდეთ რომ მარცხენა და მარჯვენა მხარეები სწორია!



9. დავახვიოთ სანამ ნორი არ დაიფარება



10. მაგრად დავიჭიროთ და ნორი გამოვიღოთ

.

11. ნახევარზე გავჭრათ სუში



12. ნახევრები შევატყუპოთ და ერთად დავჭრათ 6 ნაწილად.



13. სუში მზად არის


კატეგორია: კულინარია | ნანახია: 975

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ