როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს - 6 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს
10:31 AM
როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს
როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს


აღმოსავლური კალენდრით, 2010 წელი ვეფხვის წელია, რომელიც 14 თებერვალს შემობრძანდება.



თუ ჩვენ სწორად შევხვდებით ზოლიან სტუმარს, მაშინ ყველანი ვიქნებით ბედნიერები.

2010 წელი გამოცხადებულია ჩინელების მხრიდან მეტალის ვეფხვად, ამას შეიძლება შევხედოთ როგორც უარყოფითად, ასევე დადებითად. ერთი მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ბოლო ორი ვეფხვის წელი მაინცდამაინც კარგი არ იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, სხვა დანარჩენი წლებისგან განსხვავებით, ვეფხვის წელს არ მოუტანია ფინანსური კრიზისები და მით უფრო, ბირთვული კატასტროფები.

თუ ჩვენ მეგობრულად ჩავკიდებთ ხელს ერთმანეთს და სწორად შევხვდებით ზოლიან მეგობარს, მაშინ ყველანი ბედნიერები ვიქნებით.

* * *

ვეფხვს არ უყვარს ხმაური და უყვარს რბილად სიარული. ამიტომ, შეეცადეთ 14 თებერვალს ჩაიცვათ ფეხზე "ჩუსტები" და იატაკზე ფეხებით არ იბრაგუნოთ.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2010 წელი უბრალო კი არა, მეტალის ვეფხვის წელია. აქედან გამომდინარე, მისასალმებელია ყველა სახის მეტალი. კარგია, თუ საფულეში გექნებათ ბევრი ხურდა ფული და სხეულზე ბევრი მეტალის სამკაული. ამას გარდა, ვეფხვის გახარება შეიძლება რკინის ხასიათით, მიხვედრილობითა და ოქროს ხელებით.

ვეფხვს, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, უყვარს ყველაფერი ზოლიანი და ვერ იტანს კონკურენტებს. ამიტომ, შეეცადეთ სადღესასწაულო ტანისამოსი ისე შეარჩიოთ, რომ ვეფხვი არ გააბრაზოთ. ზოლები შეარჩიეთ არა შავ–მწითური, არამედ ნებისმიერი სხვა. მაგალითად, კარგი არჩევანი იქნება ზებრისებური (შავ–თეთრი) ან კატისებრი (მწითურ–თეთრ–რუხი).

მაგრამ ზოლიანი გარდერობი არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაახაროთ ვეფხვი. რადგანაც თვითონ ატარებს ბეწვის ქურქს, ამიტომ ის დადებითად განეწყობა მათ მიმართ, ვინც გამოეწყობა ბეწვში. უკეთესია შეარჩიოთ ხელოვნური ბეწვი – ვეფხვი არის ფეთქებადი არსება და, ამის გამო მისი გაბრაზება არ ღირს.

* * *

ლოგიკას რომ მივყვეთ, ადვილი მისახვედრია, რომ თქვენს სახლში მოსვლისას ვეფხვს მოუნდება უმი ხორცი, ამიტომ შეიძლება ფანჯრის რაფაზე დავდოთ ხორცის ერთი ნაჭერი. შესაძლებელია, რომ ამ სისულელეს იგნორირება გავუკეთოთ და ყურადღება გადავიტანოთ იქეთკენ, რომ მეტალის ვეფხვი არის ესთეტი და მისთვის მთავარია საჭმლის გარეგნული სილამაზე, და არა მისი გემო.

ვფიქრობთ, რომ ყველა უკვე მიხვდა, რომ ეს წელი აღიარებული იქნება ზოლიანი კოქტეილების წლად. ზოლიანი – ეს ისეთია, რომელსაც აკეთებენ ძნელად შესაერთებელი პროდუქტებისგან. მაგალითად, არაყი პლუს ტომატის წვენი, სხვადასხვა ახლადგამოწურული წვენები, რომლებიც გამოყოფილია ლიმონის ნაჭრებით, კვერცხ–ლიქიორიანი ეკზერსისები. ეს ყველაფერი კარგია, თუ, რა თქმა უნდა, გემრიელია. ასეთი კოქტეილების რეცეპტები ბევრია, მაგრამ ყველაზე პოპულარული იქნება ალბათ "ზოლიანი რეისი", რომელიც დამზადებულია კარამელისა და შოკოლადის ლიქიორების ნარევით.

* * *

ბოლოს არ შეიძლება არ გაგიზიაროთ ყველაზე მთავარი – ვეფხვი ზოგიერთ ქვეყანაში არის სიკეთის სიმბოლო, ამიტომ ნუ დაზოგავთ ფულს თქვენი ახლობლების საჩუქრებისთვის. ამის გამო, მეტალის ვეფხვი თქვენ არა მარტო ყურადღებას მოგაქცევთ, არამედ მადლობას გეტყვით და კიდეც დაგასაჩუქრებთ.



კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 390

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ