რომელ პლანეტასთან ასოცირდება თქვენი სახელი? - 6 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » რომელ პლანეტასთან ასოცირდება თქვენი სახელი?
10:36 AM
რომელ პლანეტასთან ასოცირდება თქვენი სახელი?
რომელ პლანეტასთან ასოცირდება თქვენი სახელი?
სახელი ბედისა და სულის გასაღებია, ის ნამდვილ, შეუცვლელ "მე"–ს ასახავს. ხშირად სხვადასხვაგვარად მოგვმართავენ ოჯახში, სამსახურსა და მეგობრების წრეში. აღმოჩნდა, რომ ყველა ამ შემთხვევაში სხვადასხვა პლანეტა გვმფარველობს, მაგრამ უმთავრესი მაინც ის სახელია, რომელთანაც საკუთარ თავს ვაიგივებთ.

ციფრები და ციური სხეულები მჭიდრო ურთიერთკავშირშია. შეუძლებელია ადამიანის კოდი გაშიფრო იმ პლანეტის გათვალისწინების გარეშე, რომელიც ჩვენს ცხოვრებასთან და რიცხვებთანაა დაკავშირებული. თითოეული ციფრი, 1–დან 9–ის ჩათვლით, გარკვეულ
პლანეტას შეესაბამება. მარტივი გამოთვლები საშუალებას გვაძლევს, შევიცნოთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები. პირადი კოდის გამოთვლით, შესაძლოა განვსაზღვროთ პლანეტა, რომელიც ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. ამისათვის ჩვენი სახელისა და გვარის თითოეული ასოს შესაბამისი რიცხვი უნდა შევაჯამოთ, სანამ ერთნიშნა რიცხვამდე არ დავიყვანთ.

ასოების შესაბამისი ციფრები ასეა გადანაწილებული:

1 – ა კ ტ ძ

2 – ბ ლ უ წ

3 – გ მ ფ ჭ

4 – დ ნ ქ ჯ

5 – ე ო ღ ზ

6 – ვ პ ყ ჰ

7 – ზ ძ შ

8 – თ რ ჩ

9 – ი ს ც

მაგალითად, გამოვთვალოთ გიორგი ბერიძის რიცხვი.

სახელი გიორგი – 3+9+5+8+3+9=37

გვარი ბერიძე – 2+5+8+9+1+5=30

37+30=67; 6+7=13; 1+3=4.

ციფრების მიხედვით კი პლანეტები შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

1. მზე – ის სინათლის წყაროა. ერთიანი ნებისმიერი სხვა რიცხვის შემადგენლობაში შედის. ადამიანები, რომელთა მფარველიც მზეა, ნატურით ძლიერები, როგორც წესი, ლიდერები არიან. მათთვის დამახასიათებელია იმპულსურობა. ისინი არასოდეს რჩებიან
შეუმჩნევლები და პრაქტიკულად ყველა საქმეში წარმატებას აღწევენ. მზის ადამიანებისათვის დამახასიათებელია ძალაუფლებისკენ სწრაფვა, დიდსულოვნება, სამართლიანობა, პასუხისმგებლობის გამძაფრებული გრძნობა, ინიციატივის გამოჩენის უნარი, ამ კატეგორიის ადამიანებს ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ ამავე ჯგუფის ხალხთან.

2. მთვარე – ეს პლანეტა ადამიანს ემოციურ მუხტს სძენს. მთვარის ადამიანები ღია და გულუბრყვილონი არიან. ისინი ადვილად შედიან კონტაქტში და ადვილადვე ერგებიან სხვადასხვა სიტუაციებს. ერთობ განვითარებული ინტუიცია აქვთ, რომლის წყალობითაც მიზანს ყოველთვის აღწევენ. ხასიათი არცთუ რთული აქვთ, მაგრამ ხშირად განიცდიან ხასიათის ცვალებადობას. მთვარის ხალხი სერიოზულად ეკიდება ოჯახსა და სიყვარულს. ისინი ერთგული მეოჯახეები არიან. ამასთან, ინტრავერტებიც ბრძანდებიან, ხანდახან გულჩათხრობილები. დამოუკიდებლები და დიპლომატიურები არიან.

3. იუპიტერი – ეს პლანეტა ადამიანებს ოპტიმიზმით აღავსებს. ისინი პატივისცემით ეკიდებიან გარშემომყოფებს და მათგანაც იმავეს მოითხოვენ. იუპიტერის ადამიანები მაგნიტივით იზიდავენ ჰარმონიას და ბედნიერებას. დიდად მიზანსწრაფულები არ არიან, მაგრამ თავისას ყოველთვის აღწევენ. უყვართ საკუთარ თავში ჩაღრმავება და ეს თვისება სასიკეთოდ მოქმედებს. ადამიანის შეცნობა ერთი შეხედვით შეუძლიათ. ხვდებიან რა, რომ ადამიანი იდეალური არ არის, მუდმივად სრულყოფისკენ ისწრაფვიან. უყვართ მოგზაურობა. ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ თავისივე, მე–6 და მე–9 ტიპის ადამიანებთან.

4. ურანი – ამ ტიპის ადამიანები ძალიან ჯიუტი და თავისნათქვამები ბრძანდებიან. მათ ცხოვრებაზე და გარესამყაროზე საკუთარი შეხედულება და პრინციპები აქვთ, რომელთაც გულმოდგინედ იცავენ. მათი მთავარი თვისება დამოუკიდებლობაა. უყვართ ბუნება და სამეგობროდ მსგავსი ხასიათის ადამიანებს ეძებენ. არაჩვეულებრივი მახსოვრობა გააჩნიათ, ხშირად არიან გაღიზიანებულები. ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივი ორგანიზატორებიც ბრძანდებიან.

5. მერკური – სხარტი, მახვილი გონების პატრონები არიან. უყვართ ინიციატივის გამოჩენა, სიახლეები და გარემოს ხშირი ცვლა. რუტინა მათთვის მიუღებელია. ნებისმიერ სამუშაოს თავს იოლად ართმევენ. მიზანსწრაფულობა მათ სისხლში აქვთ გამჯდარი, ყველაფერს სწრაფად აკეთებენ – ფიქრობენ, მუშაობენ, იღებენ გადაწყვეტილებას. მერკურის ხალხს უყვარს ცოდნის გაღრმავება, არც თვითკრიტიკას გაურბიან. შარმი, რომელიც აქვთ, ბევრ სხვა თვისებას აწონასწორებს, რომელთა გამოჩენა ოჯახურ ცხოვრებაშია საჭირო. არ უყვართ საოჯახო საქმეები. მერკურის ხალხი საერთო ენას ყველა ტიპის ადამიანთან პოულობს.

6. ვენერა – ბუნებრივია, ამ ტიპის ადამიანები მგრძნობიარენი და სიყვარულით აღსავსენი არიან, რადგან მათი მფარველი სიყვარულის პლანეტა ვენერაა. ისინი იმდენად მომხიბვლელები არიან, რომ ეს ეხმარებათ, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციას ადვილად გაუმკლავდნენ. უყვართ ყველაფერი ლამაზი და ამაღლებული. ხშირად აღწევენ წარმატებას ხელოვნების სფეროში. ყოველთვის ჰყოფნით ფული საყვარელი საქმიანობისთვის, რადგან ბედს, როგორც წესი, შეძლებულ ადამიანებს უკავშირებენ. საოცრად დახვეწილი გემოვნება აქვთ. დროს ფეხს ყოველთვის უწყობენ. თუ რამე საქმე აქვთ გასაკეთებელი, თავს არ დაზოგავენ, მაგრამ ყველაზე მეტად დასვენება უყვართ. მშვიდობისმოყვარენი არიან და ამავე ტიპის ადამიანებთან შეუძლიათ კარგი ურთიერთობა.

7. ნეპტუნი – ეს პლანეტა მთვარესთანაა დაკავშირებული, ამიტომ მათ ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ მეორე ტიპის ხალხთან. როგორც წესი, დამთმობები და რბილი ხასიათისანი არიან. არაპრაქტიკულები ბრძანდებიან, ამიტომ ფული მათ ხელში იშვიათად ჩერდება. არაჩვეულებრივი გონება აქვთ და ხშირად ებადებათ გენიალური იდეები. ხასიათიდან გამომდინარე, ნეპტუნებს იშვიათად მიჰყავთ დაწყებული საქმე ბოლომდე. უყვართ აზარტული თამაშები. ნატურით ძალიან მგრძნობიარენი არიან და უთანაგრძნობენ აბსოლუტურად ყველას. ჭირვეულებიც არიან და უჭირთ, საკუთარ თავს რამეზე უარი უთხრან, ვერ იტანენ სკანდალებს.

8. სატურნი – ბუნებით მარტოსულები არიან. მათი ბევრს არ ესმის. გარეგნულად ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რომლის მიღმაც იმალებიან. არ უყვართ ზედაპირულობა, უყვართ სტაბილურობა და მდგრადი მატერიალური კეთილდღეობისათვის იღვწიან. მართალია, ამას აღწევენ, მაგრამ საოცარი შრომისა და გარჯის ფასად. მათ ცხოვრებაში იოლად არაფერი მოდის. ისინი ერთგულნი არიან ყველაფერში– ოჯახში, სამსახურში, მეგობრებთან. პუნქტუალურები, ფრთხილები, წინდახედულები, მეთოდურები და შრომისმოყვარენი ბრძანდებიან. ჰარმონიული ურთიერთობა აქვთ მეორე ტიპის ხალხთან.

9. მარსი – მებრძოლი ხალხია. მზად არიან, თავიანთი კეთილდღეობისათვის ყველაფერი ბრძოლით მოიპოვონ. თუ რაიმე წინააღმდეგობა შეხვდათ, ცეცხლითა და მახვილით გადალახავენ. მამაცები და საოცრად გამძლენი არიან, უზარმაზარი ნებისყოფაც გააჩნიათ, ხშირად ისეც ხდება, რომ იმპულსურობის გამო საკუთარ ძალებს სათანადოდ ვერ აფასებენ და წაგებულები რჩებიან. ამასთან, საოცრად თავმოყვარენი არიან, რაც ცხოვრებაში პრობლემებს უქმნით. ნატურით ლიდერები ბრძანდებიან და საოცარი ენერგია აქვთ.

კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 1057

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ